
ჩვენ აღარ გვინდა კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში, არამედ გვსურს მშვიდობა, რეგიონში მუდმივი მშვიდობა ყველასთვის სასარგებლო იქნება -რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ჩვენ აღარ გვინდა კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში, არამედ გვსურს მშვიდობა, რეგიონში მუდმივი მშვიდობა ყველასთვის სასარგებლო იქნება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი მოხარულია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა ჰორიზონტზეა და ანკარა ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს.
„ჩვენც შეგვაქვს საჭირო წვლილი. მიღწეული მშვიდობა ღირებული იქნება აზერბაიჯანისთვის, სომხეთისა და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე გავდივართ სომხეთთან ურთიერთობის ფრთხილ ნორმალიზაციის პროცესს. როდესაც მშვიდობაც და ნორმალიზაციაც მიიღწევა, დავინახავთ, რომ ჩვენი ქვეყნები ამით სარგებელს მიიღებენ. ზანგეზურის გზა აზერბაიჯანისთვის არა მხოლოდ ნახიჩევანთან სახმელეთო დამაკავშირებელი მარშრუტია, არამედ თურქეთის გავლით თურქულ სამყაროსთან გამავალი ახალი ინტეგრაციის ხაზიც. ამ გზის მოკლე დროში გახსნა ასევე გააძლიერებს კავკასიაში სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი მეზობელი ირანი მხარს დაუჭერს ამ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენს რეგიონში მშვიდობას, სიმშვიდესა და განვითარებას ემსახურება. სიმართლე გითხრათ, ჩვენ გვსურს, რომ მათ ისარგებლონ ამ ორმხრივად მომგებიანი კლიმატით“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.