1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩხუბის მთავარი მიზეზი სასმელი იყო” – ანაგაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
“ჩხუბის მთავარი მიზეზი სასმელი იყო” – ანაგაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

“ჩხუბის მთავარი მიზეზი სასმელი იყო” – ანაგაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

1.29K
0

სოფელ ანაგაში მომხდარი მკვლელობის მოტივად მამა-შვილს შორის მუდმივი კონფლიქტი სახელდება.

მეზობლების თქმით, 20 წლის ოთარ თევდორაშვილსა და 58 წლის მიხეილ თევდორაშვილს შორის ხშირი კონფლიქტური სიტუაციის გამო, მათ სახლში პოლიცია არაერთხელ შეუნიშნავთ.

„ღამე რა მოხდა, არ ვიცით, მაგრამ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მათი ჩხუბის მთავარი მიზეზი სასმელი იყო. სულ სვამდა და მთვრალი იყო ეს ბიჭი. ამის გამო მამას და შვილს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ. ღამე ჯერ უცემია, მერე დანით მიუყენებია დაზიანებები და კაცი ადგილზე გარდაცვლილა. ყველამ იცის, რომ სულ ჩხუბობდნენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

მკვლელობა გვიან ღამით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოხდა. კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 20 წლის ბიჭი ცხელ კვალზე დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 11 პრიმა 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.