1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის დემარში დასავლეთის საწინააღმდეგოდ”-სერგო ჩიხლაძე
“ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის დემარში დასავლეთის საწინააღმდეგოდ”-სერგო ჩიხლაძე

“ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის დემარში დასავლეთის საწინააღმდეგოდ”-სერგო ჩიხლაძე

1.16K
0

ცალკე აღებული ლაინერის შემოსვლა კი არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მთლიანად დიდ სურათში, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა როგორ იცვლება და საითკენ იცვლება, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა ქვეყანა მეგობრებს შორდება, ავტომატურად უახლოვდება რუსეთს.

„მოცემულობაა ასეთი, რომ „ქართული ოცნება“ თავს ესხმის და ლანძღავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს აშშ-ს და ევროკავშირს, ფაქტობრივად, უფრო და უფრო მეტად გვაშორებს ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გარანტი არიან. როცა მეგობრებს ვშორდებით, ამით ავტომატურად ვუახლოვდებით რუსეთს, რადგან ჩვენს რეგიონში უბრალოდ სხვა მოცემულობა არ არსებობს. „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად ჰიბრიდული ომი აქვს გამოცხადებული საკუთარი მოქალაქეებისთვის, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს აშინებს ომის საფრთხით. ფაქტია, ამ ყველაფრის ფონზე უფრო და უფრო მეტად იზრდება რუსული გავლენები საქართველოში და ამ ლაინერის შემოსვლა არის ერთ-ერთი მიმართულება სხვა მიმართულებებთან ერთად, რომლითაც იზრდება რუსული გავლენები საქართველოში. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლება დასავლეთს, ჩვენს ყველაზე ძლიერ მოკავშირეებს გვაშორებს და ამით ავტომატურად გვაახლოებს რუსეთთან, იზრდება რუსული გავლენები საქართველოში. ამით ქვეყანა უფრო და უფრო დაუცველი ხდება ოკუპანტის წინაშე. ფაქტობრივად, მარტონი ვრჩებით რუსეთის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება უფრო და უფრო სუსტდება. უნდა გვესმოდეს, რომ ამ დროს მოქალაქეების პროტესტი ნორმალურია. ასეც უნდა ხდებოდეს, გასაგებია, რომ ადამიანების დიდ რაოდენობას უბრალოდ არ მოსწონს ეს ყველაფერი და არ მოსწონს ის, რომ რუსული გავლენები იზრდება. დაკავებებს რაც შეეხება, არ მაქვს საკმარისი საფუძველი ვთქვა, რომ იმ მომენტში დარღვევები არსებობდა თუ არ არსებობდა. თუ სამართალდარღვევა ჩადენილია, ამაზე ცხადია, რეაგირება უნდა მოხდეს. გამიჭირდება სამართლებრივი შეფასება, რადგან ამაზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა დაუშვილმა.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, აქციით დახვდნენ.