1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩინეთმა და აშშ-მა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ძირითად და მთავარ ინტერესებს, თავი აარიდონ კონფრონტაციასა და კონფლიქტში შესვლას
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩინეთმა და აშშ-მა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ძირითად და მთავარ ინტერესებს, თავი აარიდონ კონფრონტაციასა და კონფლიქტში შესვლას

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩინეთმა და აშშ-მა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ძირითად და მთავარ ინტერესებს, თავი აარიდონ კონფრონტაციასა და კონფლიქტში შესვლას

246
0

ჩინეთმა და აშშ-მა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ძირითად და მთავარ ინტერესებს, თავი აარიდონ კონფრონტაციასა და კონფლიქტში შესვლას, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა ორივე მხარეს, დაამყარონ მეტი კომუნიკაციისა და კონსულტაციების არხები, შეხედონ ერთმანეთს ობიექტური, რაციონალური და პრაგმატული დამოკიდებულებით და ხელი შეუწყონ სწორი სტრატეგიული აღქმის ჩამოყალიბებას.

ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან ორი სახელმწიფოს მეთაურის მიერ მიღწეული კონსენსუსის განსახორციელებლად და ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების სტაბილური, ჯანსაღი და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული კომპანიები კვლავაც ოპტიმისტურად იქნებიან განწყობილი ჩინეთის მიმართ და ინვესტიციებს განახორციელებენ, რათა მიაღწიონ ორმხრივად სასარგებლო შედეგებსა და საერთო განვითარებას.

ვან ი ასევე იმედოვნებს, რომ ამერიკული ბიზნესსაზოგადოება იქნება ჩინეთის სწორი აღქმის ინტერპრეტატორი და ჩინეთ-აშშ-ის ხალხთა შორის მეგობრობის დამთესველი.