
ჩემს მომავალ საქმიანობაზე ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, ძირითადად ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა, შევეცდები, ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში -ირაკლი ღარიბაშვილი
ჩემს მომავალ საქმიანობას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება გაიგებს. ძირითადად ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„შევეცდები, ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკურ განვითარებაში და ამის შესახებ მომავალში გექნებათ სიახლეები. რაც შეეხება კითხვას, განვიხილავ და თუ არსებობს იმის ალბათობა, რომ მე კიდევ დავბრუნდე პოლიტიკაში, გამორიცხული არაფერია, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა, როგორც მე გითხარით, ჩემი ამჟამინდელი მთავარი მოტივაცია არის, რომ გავიდე პოლიტიკიდან, მეტი დრო დავუთმო ოჯახს და დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს. თავმჯდომარეზე დაელოდეთ და მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ დღეს განაცხადა.