1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია – თუ გავთიშე, მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება – ილონ მასკი
ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია – თუ გავთიშე, მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება – ილონ მასკი

ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია – თუ გავთიშე, მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება – ილონ მასკი

618
0

ვლადიმერ პუტინი, უკრაინის გამო, ფაქტობრივად, ფიზიკურ ორთაბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია. მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, თუ გავთიშე, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

 

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა შეჩერდეს და მშვიდობა უნდა დამყარდეს.

 

„რაც გულს მირევს, არის წლების ხოცვა-ჟლეტა ჩიხში, რომელსაც უკრაინა აუცილებლად წააგებს. ვისაც ნამდვილად აინტერესებს, ნამდვილად ფიქრობს და ნამდვილად ესმის, სურს ხორცსაკეპი მანქანის გაჩერება. მშვიდობა ახლავე!!“, – წერს მასკი.