მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თანხის მისაღებად მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. „თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით 10 000 ლარს გასცემს. ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი 100 წლის და მეტი ხნის 68 მოქალაქეს ჩაერიცხა. თანხის მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს 100 წლის მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გ
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირ…










