1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბრიუსელში მოაწერენ ხელს თუ შალიკოს ფანჩატურში, რა მნიშვნელობა აქვს, მკვდარი მკვდარს აეკიდა -ირაკლი ზარქუა
ბრიუსელში მოაწერენ ხელს თუ შალიკოს ფანჩატურში, რა მნიშვნელობა აქვს, მკვდარი მკვდარს აეკიდა -ირაკლი ზარქუა

ბრიუსელში მოაწერენ ხელს თუ შალიკოს ფანჩატურში, რა მნიშვნელობა აქვს, მკვდარი მკვდარს აეკიდა -ირაკლი ზარქუა

134
0

ხელმოცარული ოპოზიცია წინასაარჩევნოდ რაღაც პერფორმანსს აწყობს, ბრიუსელში მოაწერენ ხელს თუ შალიკოს ფანჩატურში, რა მნიშვნელობა აქვს, მკვდარი მკვდარს აეკიდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას ატყუებენ, რომ დიდი გაერთიანება ხდება, სინამდვილეში ხუთკაციანი პარტიები დარბიან.

„ხელმოცარულები წინასაარჩევნოდ რაღაც პერფორმანსს აწყობენ. ბრიუსელში მოაწერენ ხელს თუ შალიკოს ფანჩატურში, რა მნიშვნელობა აქვს, მკვდარი მკვდარს აეკიდა. ჩახდილი „გირჩი“ „დროა“-სთან ერთად რას მოაწერს ხელს, როგორ გაერთიანება და ამას ზემოდან პატრონობას მადამ პრეზიდენტი გაუწევს, რომელიც თავის დროზე ვერ ავირჩიეთ და ბილბორდებზე ჩვენი ლიდერები იყვნენ, რა აზრი აქვს? შალიკო რომ იყოს მაგათთან, კიდევ შეგვეშინდებოდა, მაგრამ შალიკო არ არის, ასე რომ უძლურები არიან. ისინი საზოგადოებას ატყუებენ, რომ ვითომ დიდი გაერთიანება ხდება, სინამდვილეში ხუთკაციანი პარტიები დარბიან. რა უნდა ელაპარაკო „გირჩებს“ და „დროას“? დაფინანსება აქვთ, დარბიან ხან ბრიუსელში, ხან ტოკიოში ჩავლენ, მაგრამ ისევ შალვას ფანჩატურს დაუბრუნდებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.