1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ” ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად”- მიხეილ სააკაშვილი
” ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად”- მიხეილ სააკაშვილი

” ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად”- მიხეილ სააკაშვილი

293
0
მინდა ვუპასუხო მათ, ვინც „სულიერი რეალობა“ რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა. მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“ – ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, – ასე პასუხობს  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პატრიარქის წერილს .
 
„დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს.
 
მინდა ვუპასუხო მათ, ვინც „სულიერი რეალობა“ რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“. ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია, მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა.
 
რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგია – თავისუფლება ან სიკვდილი, ასე რომ გაიმარჯვებს თავისუფლება.
 
ყველას გილოცავთ შობას“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში