მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავას აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა […]
“ხელისუფლება ომთან დაკავშირებით მასშტაბურ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, რაც პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორკესტრირებული.” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში, ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე, თინა ხიდაშელმა და დასძინა რომ, ყოველივეს ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებაც. “შეუძლებელია ასეთ მასშტაბურ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებდეს სახელისუფლებო პარტია მისი ყველა შემადგენლით და ეს არ იყოს ბიძინა ივანიშვილის მიერ ორკესტრირებული, დღეს […]
“უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა,” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისივე განმარტებით, “ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული.” ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებაში ნათქვამია: “გარკვეული ძალები საქართველოს ომში […]
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ […]
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს. ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, პირველი შეხვედრა 19 ივლისს, თეირანში სირიის შესახებ ასტანის სამიტის ფარგლებში გამართეს. ერდოღანი, რომელიც გმობს უკრაინაში ომის გაჩაღებას, რუსეთსა და უკრაინასთან დაბალანსებული ურთიერთოებების შენარჩუნებას […]
ვეტყოდი პრემიერ-მინისტრსა და ყველა ადამიანს საქართველოში, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ დადებითი დამოკიდებულება და უნდა გააგრძელონ წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, – აცხადებს აშშ-ის სენატორი ჯონი ერნსტი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. სენატორმა უპასუხა „ამერიკის ხმის“ შეკითხვას საქართველოს შესახებ. ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კონგრესის დელეგაციასთან ერთად შეხვდა. ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორია სენატორის შთაბეჭდილება საქართველოზე, განსაკუთრებით რეგიონში […]
ვერძი დღეს ვერძებისთვის ხელსაყრელი დღეა – საერთო ენას ყველასთან მარტივად გამონახავთ. ფინანსების მართვას და განაწილებას სწორად ახერხებთ, მაგრამ ცდუნებებთან გამკლავება გიჭირთ. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელად ახალი საქმით დაინტერესდეთ. საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. კურო ეს დღე შემოქმედი კუროებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ზეწოლას და უხეშობას უნდა მოერიდოთ, თორემ საქმე სანანებლად გაგიხდებათ. ფრთხილად […]
ცოტა ხანში ნახავთ, უკრაინელი ხალხი თავის ადგილს მიუჩენს არახამიას და მისნაირებს, რადგან უკრაინის ინტერესები მგონია, რომ არ არის სათანადოდ დაცული, მათ შორის არახამიას მხრიდან. სადაც არის არჩეული, იქ რომ ვერ იცავ, იმის დაცული საქართველო არ გაიშვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები საუკუნეებს მოიცავს, რასაც არახამიას მსგავსი ადამიანები […]
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7886 ლარი ეღირება, ევრო – 2.8282 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3441 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7917 ლარი ღირდა, ევრო – 2.8534 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3606 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 27 ივლისისთვის ამოქმედდება.