1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბიძინა ივანიშვილი განერიდა პოლიტიკას- რატი ბრეგაძე
ბიძინა ივანიშვილი განერიდა პოლიტიკას- რატი ბრეგაძე

ბიძინა ივანიშვილი განერიდა პოლიტიკას- რატი ბრეგაძე

225
0

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, რასაც არ უნდა ამტკიცებდეს ოპოზიცია, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად გამოცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს. კანონით ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი კი ისაა, რომ მასში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ამოიცნო:

„როდესაც ეს ადამიანები საუბრობენ ბატონ ივანიშვილზე, ბატონი ივანიშვილი, მართალია, იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და სწორედ მისი თაოსნობით მოხდა ის, რამაც ქვეყნის ისტორიაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი დემოკრატიული გარდატეხა შეიტანა; შემდგომში ეს ადამიანი, როგორც ყველამ იხილა, განერიდა პოლიტიკას, ეწევა კერძო საქმიანობას და არცერთი ნიშანი, რომელიც აქ არის, ამ ადამიანს არ ერგება. ვისაც ერგება, ხედავს ოპოზიცია და არ სურთ, თავიანთ დამფინანსებელთან და უპირობო მხარდამჭერთან რაიმე ფორმით ურთიერთობა შეიზღუდონ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.