1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ბიბისის” გამოუკითხავს ექიმები, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს, ცრემლმდენი აირით მოწამვლის გამო არცერთი ადამიანი არ მისულა სტაციონარში -ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე
“ბიბისის” გამოუკითხავს ექიმები, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს, ცრემლმდენი აირით მოწამვლის გამო არცერთი ადამიანი არ მისულა სტაციონარში -ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე

“ბიბისის” გამოუკითხავს ექიმები, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს, ცრემლმდენი აირით მოწამვლის გამო არცერთი ადამიანი არ მისულა სტაციონარში -ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე

87
0

საქართველოში გამოიყენეს ქიმიური იარაღიო, სად ჩანს ეს, რომელ კვლევაში? „ბიბისის” გამოუკითხავს ექიმები. ბოდიში, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს, – ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა, თეიმურაზ კობიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცრემლმდენი აირით მოწამვლის ჩივილებით საქართველოში არცერთი ადამიანი არ მისულა სტაციონარში.

„ჩატარდა რაღაც გამოკვლევა გაურკვეველ ხალხში, რადგან ზოგან ნაჩვენებია, რომ 69 ადამიანი იყო, შემდეგ აღმოჩნდა – 300. ჩატარდა კვლევა, სადაც სუბიექტური ხალხის ჩივილებია აღწერილი და აქედან გამომდინარეობს სტატია. „საქართველოში გამოიყენეს ქიმიური იარაღი” – სად ჩანს, რომელ კვლევაში? „ბიბისის” გამოუკითხავს ექიმები. ბოდიში, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს. როგორც ცნობილია, მოწამლული ადამიანი მირბის საავადმყოფოში, მიდის ექიმებთან. ცრემლმდენი, გამაღიზიანებელი აირით მოწამვლის გამო საქართველოში არცერთი ადამიანი არ არის მოსული სტაციონარში”, – განაცხადა თეიმურაზ კობიძემ.

ამასთან, როგორც თეიმურაზ კობიძემ აღნიშნა, დარგში არასერტიფიცირებული ექიმი არ არის კომპეტენტური და რჩევები არ უნდა გასცეს. მისივე თქმით, მედიცინის პოლიტიზება დაუშვებელია.

„ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ არც შარშან და არც წელს ტოქსიკოლოგების ასოციაციისთვის არავის მოუმართავს. არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც არცერთ ინიციატორს, არც უცხოელ კოლეგას. ცნობილი მოვლენების გამო მასმედიაში ხვდება სხვადასხვა სპეციალობის ექიმების, არატოქსიკოლოგების ინფორმაციები, მოთხოვნები და არაკომპეტენტური რჩევების მიცემა ხდება აქციებში მონაწილეებისა და მოსახლეობისთვის. სინამდვილეში, ეს აშკარა საშიშროებაა ცეცხლზე ნავთის დასხმის, დამატებითი სტრესფაქტორისა და ხალხში მღელვარების შექმნის. ზოგიერთ კოლეგას შევახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებობს სამედიცინო სპეციალობების სერტიფიცირება; დარგში არასერტიფიცირებული ექიმი არ გახლავთ კომპეტენტური; ვიდრე მასმედიაში კომენტარს გააკეთებთ, ინტერვიუს მისცემთ, მით უმეტეს, მოთხოვნას წამოაყენებთ, ელემენტარული წარმოდგენა უნდა გქონდეთ იმ დარგის ანბანზე და აღნიშნული პროფილის ერთი ავადმყოფი მაინც გყავდეთ ნამკურნალები; მედიცინის პოლიტიზება დანაშაულია”, – განაცხადა თეიმურაზ კობიძემ.