1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე, ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ – ცოტა ხანში ზელენსკის დავურეკავ – დონალდ ტრამპი
ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე, ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ – ცოტა ხანში ზელენსკის დავურეკავ – დონალდ ტრამპი

ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე, ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ – ცოტა ხანში ზელენსკის დავურეკავ – დონალდ ტრამპი

127
0

ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე, ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ. ცოტა ხანში ზელენსკის დავურეკავ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. ძალიან საფუძვლიანი და ჩემი რწმენით, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე. ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ. შეთანხმება არ არის, სანამ შეთანხმება არ იქნება. ნატოს წარმომადგენლებს დავურეკავ ცოტა ხანში. სხვადასხვა ხალხს დავურეკავ, ვინც მგონია, რომ სათანადოა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ და დღევანდელ შეხვედრაზე ვეტყვი. საბოლოო ჯამში ეს მათზეა დამოკიდებული დათანხმდებიან თუ არა იმას, რასაც მარკომ [რუბიო] და სტივმა [უიტკოფი] მოიფიქრეს…ძალიან ველით შეთანხმებას. ნამდვილად დიდ პროგრესს მივაღწიეთ დღეს”, – განაცხადა ტრამპმა.

პრესკონფერენციის შემდეგ ტრამპმა და პუტინმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს და ისე დატოვეს დარბაზი.