1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

54
0

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს  და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული ა.ჩ.  დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული  თურქეთის რესპუბლიკის მიერ,  სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის  მუქარის, შეურაცხყოფის და მცირე რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა -შენახვის ბრალდებით იძებნებოდა.

„სამართალდამცველებმა ა.ჩ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

დაკავებულის  მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.