1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა
აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

1.74K
0

აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.

დადგენილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა. ბაქო აცხადებს, რომ შეინარჩუნებს კარანტინის რეჟიმს იქამდე, „ვიდრე ეს საჭირო იქნება“.

სპეციალური საკარანტინო რეჟიმის დროს ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო გზით.

აგვისტოში საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს სახმელეთო საზღვრების გახსნის თხოვნით მიმართეს.

სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2023 წლის 2 ოქტომბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა აზერბაიჯანმა საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, ქვეყნის სახმელეთო საზღვარი დაკეტილია 2020 წლის გაზაფხულიდან.