აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 162კმ-ში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
667
0
აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, საქართველოს საზღვრიდან 162კმ-ში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
მიწისძვრა თბილისის დროით, საღამოს დაახლოებით 9-ის ნახევარზე მოხდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.