1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ათი წლის შემდეგ ვერ შევძლებ, ჩემი სინდისის წინაშე მართალი ვიყო, ახლა ყველაფერი რომ არ გავაკეთო, რათა უნგრეთი და ევროკავშირი დავიცვა ბრიუსელთან უკრაინის შეერთების ოცნებისგან -ვიქტორ ორბანი 
ათი წლის შემდეგ ვერ შევძლებ, ჩემი სინდისის წინაშე მართალი ვიყო, ახლა ყველაფერი რომ არ გავაკეთო, რათა უნგრეთი და ევროკავშირი დავიცვა ბრიუსელთან უკრაინის შეერთების ოცნებისგან -ვიქტორ ორბანი 

ათი წლის შემდეგ ვერ შევძლებ, ჩემი სინდისის წინაშე მართალი ვიყო, ახლა ყველაფერი რომ არ გავაკეთო, რათა უნგრეთი და ევროკავშირი დავიცვა ბრიუსელთან უკრაინის შეერთების ოცნებისგან -ვიქტორ ორბანი 

1.42K
0

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ცდილობს, ყველა ძალისხმევა გამოიყენოს, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს.

ორბანის თქმით, კვირების განმავლობაში უნგრელებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმში, სადაც უნდა დააფიქსირონ საკუთარი აზრი იმასთან დაკავშირებით, სურთ თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.

„ბრიუსელისთვის უკრაინის გაწევრიანება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია: პოლიტიკური კომპენსაცია და კარგი გარიგება წაგებული ომის შუაგულში. უკრაინა წაიღებს ყველა ევროს, ფორინტსა და ზლოტს, რომელსაც აქამდე ევროპული ოჯახების, ევროპელი ფერმერებისა და ევროპული ინდუსტრიის გასაძლიერებლად ვხარჯავდით. რა თქმა უნდა, ბიუროკრატებს არ აინტერესებთ, სად მიდის ევროპელების ფული. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, დებრეცენი იქნება ეს თუ ხარკოვი, ვარშავა თუ კიევი, ბრონჟონი თუ ლვოვი, მაგრამ ჩვენ ეს არ გვადარდებს! ჩვენ ვართ პასუხისმგებელი უნგრელი ოჯახების, უნგრელი მეწარმეებისა და უნგრელი ფერმერების წინაშე. ათი წლის შემდეგ ვერ შევძლებ, ჩემი სინდისის წინაშე, ჩემი შვილიშვილების და ქვეყნის წინაშე მართალი ვიყო, ახლა ყველაფერი რომ არ გავაკეთო, რათა უნგრეთი და ევროკავშირი დავიცვა ბრიუსელთან უკრაინის შეერთების ოცნებისგან“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.