1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. აშშ უკრაინას მოუწოდებს ჯარში გაწვევის ასაკი 18 წლამდე დაწიოს
აშშ უკრაინას მოუწოდებს ჯარში გაწვევის ასაკი 18 წლამდე დაწიოს

აშშ უკრაინას მოუწოდებს ჯარში გაწვევის ასაკი 18 წლამდე დაწიოს

216
0

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მოუწოდებს, ძალების გაძლიერების მიზნით, ჯარში გაწვევის ასაკი 18 წლამდე დაწიოს. reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

როგორც შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, უკრაინა კონფლიქტისთვის ახალ ძალებს საკმარისად არ ამზადებს.

“ამჟამად დგას ცოცხალი ძალის საჭიროება,” – თქვა მან.

 აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლის თქმითვე: “რუსები ფაქტობრივად პროგრესირებენ, სტაბილურად პროგრესირებენ აღმოსავლეთში და იწყებენ უკრაინული ხაზების უკანდახევას კურსკში… მობილიზებამ და მეტმა ადამიანურმა ძალამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინოს ამ დროს…” – წერს Reuters.