
“აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას”-ნინო წილოსანი
91
0
ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რითაც გამოეხმაურა ვაშინგტონში „ნაცმოძრაობის“ წევრების ვიზიტს.
„იმ პირობებში, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ არჩევნების გზით მოსვლის შესაძლებლობა ნული აქვთ, ერთადერთი რაც დარჩენიათ, ეს არის ფულით დაკვეთილი სტატიები, დეზინფორმაციის იმედზე დარჩნენ. ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანასა და მის ხელისუფლებას“, – აცხადებს წილოსანი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ვაშინგტონშია და კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრებს მართავს.