1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი თავდაცვის სისტემები ახლო აღმოსავლეთში გადაიტანა” – ზელენსკი
,,აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი თავდაცვის სისტემები ახლო აღმოსავლეთში გადაიტანა” –  ზელენსკი

,,აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი თავდაცვის სისტემები ახლო აღმოსავლეთში გადაიტანა” – ზელენსკი

340
0

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი თავდაცვის სისტემები ახლო აღმოსავლეთში გადაიტანა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ეს იყო სპეციალური თავდაცვის სისტემები, რომლებსაც უკრაინა რუსული „შაჰედების“ ჩამოსაგდებად იყენებდა.

„ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს „შაჰედებთან“ დაკავშირებით, ჩვენ ვებრძვით მათ და ალბათ, ვიპოვით გზას მათ გასანადგურებლად. მაგრამ ჩვენ ერთი რამ გადავწყვიტეთ. ეს იყო წინა ადმინისტრაციის დროს, თავდაცვის მდივან ოსტინთან ერთად. ჩვენ მასთან განვიხილეთ ერთი პროექტი, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებდით“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, „ეს განსაკუთრებული ტექნოლოგიაა“, რომელზეც უკრაინა იმედებს ამყარებდა. „ჩემმა თავდაცვის მინისტრმა მაცნობა, რომ ამერიკამ ეს სისტემები ახლო აღმოსავლეთში გადაიტანა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად ამისა, უკრაინა განაგრძობს მუშაობას რუსული „შაჰედების“ წინააღმდეგ ბრძოლაში.