1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა
აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა

აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა

88
0

აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

აშშ-ის სახაზინო მდივანმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს მისცეს უფლება, შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად გემებზეა დატვირთული.

როგორც ბესენტმა განმარტა, ეს დროებითი ღონისძიებაა ომის დროს „გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობის” მიზნით და მათი შეძენა 11 აპრილამდე იქნება შესაძლებელი.

„ეს შეზღუდული, მოკლევადიანი ღონისძიება მხოლოდ უკვე ტრანზიტში მყოფ ნავთობზე ვრცელდება და რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს”, – განაცხადა ბესენტმა.

მისი თქმით, ნავთობის ფასების დროებითი ზრდა დიდხანს არ გაგრძელდება და გრძელვადიან პერსპექტივაში უზარმაზარ სარგებელს მოუტანს აშშ-სა და მის ეკონომიკას.

მანამდე, ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტს დაიწყებს „როგორც კი ეს სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი გახდება”.