
აშშ ისრაელს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა – CNN
459
0
ისრაელური წყაროების ცნობით, აშშ ისრაელს პარასკევს საღამოს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა.
CNN-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, რეგიონის სხვა ქვეყნებმაც მხარი დაუჭირეს ისრაელის საჰაერო თავდაცვას.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ეს მხარდაჭერა მსგავსი იყო იმისა, რაც ირანის წინა თავდასხმების დროს განხორციელდა.
2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საჰაერო საშუალება გაუშვა, მათ შორის დაახლოებით 170 დრონი და 120-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა.
ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ამათგან 99% ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა და მისმა პარტნიორებმა გაანეიტრალეს.