
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
504
0
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, რუბიომ ლავროვს გაუმეორა მოწოდება, მოსკოვის მიერ ომის მდგრადი მოგვარებისკენ არსებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე.
“სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება მკვლელობების შეწყვეტის შესახებ და მოსკოვის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი მოგვარებისკენ არსებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.