1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელი ხაზია – ჩინეთის თავდაცვის მინისტრი
აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელი ხაზია – ჩინეთის თავდაცვის მინისტრი

აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელი ხაზია – ჩინეთის თავდაცვის მინისტრი

225
0

ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივას სულ უფრო მეტად ანადგურებენ ტაივანელი სეპარატისტები და გარე ძალები, – ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა დონ ჯუნმა სინგაპურში, კონფერენციაზე – „შანგრი-ლას დიალოგზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ტაივანი ჩინეთისთვის „ძირითადი საკითხების ბირთვია“, მაგრამ ტაივანის მმართველი „დემოკრატიული პროგრესული პარტია“ თანდათან აგრძელებს სეპარატიზმს და ცდილობს წაშალოს ჩინური იდენტობა.

“ამ სეპარატისტებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს ფანატიკური განცხადებები, რომლებიც აჩვენებს მათ ღალატს ჩინელი ერისა და მათი წინაპრების მიმართ. მათ ისტორია სირცხვილის ბოძზე გააკრავს”, – აღნიშნა ჩინეთის თავდცვის მინისტრმა.

მან ტაივანისთვის აშშ-ის მიერ იარაღის მიყიდვას ჩინეთის „წითელი ხაზების“ გამოცდა უწოდა.

„ისინი ტაივანისთვის უამრავი იარაღის მიყიდვას ახორციელებენ. ასეთი ქცევა ძალიან არასწორ სიგნალებს უგზავნის ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს და აიძულებს მათ ძალიან აგრესიულები გახდნენ. ვფიქრობ, ჩვენ გარკვევით ვაცხადებთ, რომ უცხოური ძალების ნამდვილი მიზანია ტაივანის გამოყენება ჩინეთის შესაკავებლად“, – აღნიშნა ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელძღვანელმა.