1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს
აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს

აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს

127
0

აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს.

„მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში. რეგიონული ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.