1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. აშშ-ის ასზე მეტმა პოლიტიკოსმა და სამხედრო მოღვაწემ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც გამოდიან მოწოდებით, მხარი დაუჭირონ სამართლიან არჩევნებს და პატივი სცნენ მის შედეგებს
აშშ-ის ასზე მეტმა პოლიტიკოსმა და სამხედრო მოღვაწემ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც გამოდიან მოწოდებით, მხარი დაუჭირონ სამართლიან არჩევნებს და პატივი სცნენ მის შედეგებს

აშშ-ის ასზე მეტმა პოლიტიკოსმა და სამხედრო მოღვაწემ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც გამოდიან მოწოდებით, მხარი დაუჭირონ სამართლიან არჩევნებს და პატივი სცნენ მის შედეგებს

1.69K
0

აშშ-ის 100-ზე მეტმა პოლიტიკოსმა ორივე პარტიიდან და სამხედრო მოღვაწემ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც გამოდიან მოწოდებით, მხარი დაუჭირონ სამართლიან არჩევნებს და პატივი სცნენ მის შედეგებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, განცხადებას ხელს აწერენ მათ შორის სენატის უმრავლესობის ყოფილი ლიდერი, ტომ დეშლი და თავდაცვის ყოფილი მდივანი, ლეონ პანეტა.

„საარჩევნო პროცესში ჩართული პირები საჭიროებენ მხარდაჭერას და არა მუქარას. საზოგადოების ნდობის განმტკიცება არჩევნების პროცესისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუღალავად შრომობენ უსაფრთხო და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, აძლიერებს ჩვენს ერს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი პირები ასევე მოუწოდებენ ამერიკელ ხალხს, რომ არ გაავრცელონ დეზინფორმაცია და არ შეარყიონ არჩევნებისადმი ნდობა.

„მოვუწოდებთ ყველა ამერიკელს, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, თავი შეიკავონ მუქარის, დეზინფორმაციის გავრცელებისა თუ ისეთი ქმედებებისგან, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ. მოვუწოდებთ ყველა ამერიკელს, მხარი დაუჭიროს სამართლიან არჩევნებს და პატივი სცეს მის შედეგებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება აუცილებელია სახელმწიფოს სტაბილური მართვისთვის.

„ჩვენი არჩევნებისადმი ნდობა არის ის საფუძველი, რომელზეც აგებულია თვითმმართველობის პრინციპები და ღირებულებები. საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გარეშე, საფრთხე ექმნება მთავრობის ლეგიტიმურობას, ხალხის ნებასა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს“,  – ნათქვამია განცხადებაში.