1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშკელონში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა
აშკელონში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

აშკელონში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

125
0

ღაზის სექტორიდან გაშვებულმა რაკეტებმა ისრაელის ქალაქ აშკელონში შენობები და ავტომობილები დააზიანა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რაკეტის აფეთქების შედეგად ორი დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ორ ადამიანს კი, განცდილი სტრესის გამო, სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.