1. Home
  2. TOP სიახლე
  3. არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხეზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ და არც გაუზიარებიათ -სუს-ი
არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხეზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ და არც გაუზიარებიათ -სუს-ი

არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხეზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ და არც გაუზიარებიათ -სუს-ი

104
0

არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ, – ამის შესახებ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სუს-ი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქნესეთის რამდენიმე წევრმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

საქართველოს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კავშირზე არიან ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან.

„ჩვენ კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაკვირვება გამოთქვეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო. ძალიან სამწუხარო და ნიშანდობლივია, რომ ასეთი ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილის მიერ ჩვენთან გადამოწმების გარეშე ვრცელდება. კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გამოცემა Arutz Sheva-ს ინფორმაციით, პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს. გამოცემის ცნობით, ქნესეთმა უსაფრთხოების დირექტივა გასცა, რის შედეგადაც დეპუტატებმა საქართველოში შაბათ-კვირას დაგეგმილი „ისრაელის კვირეულის“ კონფერენციის ფარგლებში ვიზიტი გააუქმეს. „ქნესეთის წევრების მიერ დაგეგმილი ნებისმიერი მოგზაურობის წინ ჩატარებული ვითარების შეფასების შემდეგ, ქნესეთის გვარდიამ დეპუტატებთან საუბარი გამართა. უსაფრთხოების მიზეზების გამო დამატებითი დეტალების შესახებ ვერ ვისაუბრებთ“, – განუცხადა გამოცემას ქნესეთმა.