1. Home
  2. TOP სიახლე
  3. არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ევროკავშირს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრის აღიარების შესახებ რეზოლუცია შეიმუშაოს
არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ევროკავშირს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრის აღიარების შესახებ რეზოლუცია შეიმუშაოს

არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ევროკავშირს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრის აღიარების შესახებ რეზოლუცია შეიმუშაოს

188
0

არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრის აღიარების შესახებ რეზოლუცია შეიმუშაოს და მისი გათავისუფლების მოთხოვნით, მკაფიო მოთხოვნა გააჟღეროს.

ისინი ევროკავშირს ასევე მოუწოდებენ, დაასანქციროს კონკრეტული პირები, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს უშლიან.

არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ოფიციალურ წერილს ხელი მოაწერეს და ევროკავშირის ოფისში შეიტანეს.

“ჩვენი წერილი მადლობის სიტყვებით გვინდა დავიწყოთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მცირე პერიოდში ევროკავშირი და მისი მონაწილე ქვეყნები ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოს. მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსური, არამედ იმ ღირებულებების გაზიარებაც, რასაც დემოკრატიული ქვეყნები აფასებენ. ევროკავშირის კარი ღიაა დღეს საქართველოსთვის, თუმცა დიდ ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად მნიშვნელოვანია საქართველომ შეასრულოს კანდიდატის სტატუსისთვის დაწესებული ვალდებულებები.

ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის რეფორმირება, ვინაიდან საქართველოში არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. N1 პოლიტიკური პატიმარი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის პუტინის პირადი პატიმარი და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ტყვე. აღნიშნული მრავალჯერ გაჟღერდა ევროპარლამენტის სხდომაზე, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა ევროპარლამენტარებს. უკრაინული მხარე ჩართულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პროცესებში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის დასკვნაშიც არის კონკრეტული ჩანაწერები, ასევე ევროპის წამების კომიტეტის დასკვნა (CPT) დეტალურად აღწერს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უფლებების დარღვევებს. “ქართული ოცნება” არ ასრულებს დაწესებულ ვალდებულებებს, პირიქით, ცდილობს დაამტკიცოს „რუსული კანონი“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რაც მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის.

ამ სიტუაციიდან ჩვენი აზრით, ყველაზე სწორი გამოსავალია გაკეთდეს რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრის აღიარების შესახებ, დასანქცირდეს კონკრეტული პირები, ვინც ხელს უშლიან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და გაჟღერდეს მკაფიო მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ.

ამ წერილს უერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და გამოვხატავთ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს, რომელიც დღეს ქუჩაში აპროტესტებენ საქართველოს რუსულ ვექტორზე გადასვლას. თქვენი თანადგომის და გულისხმიერების იმედი გვაქვს,” – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია”, “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის”, “ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა”, “ხალხის ხმა”, “ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტი”, “ახალგაზრდა ინტელექტუალები – ლაზარე” და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.