1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არახამიამ ქართულად მარტო „გამარჯობა“ იცის “- გია ცაგარეიშვილი
“არახამიამ ქართულად მარტო „გამარჯობა“ იცის “- გია ცაგარეიშვილი

“არახამიამ ქართულად მარტო „გამარჯობა“ იცის “- გია ცაგარეიშვილი

355
0

„გამარჯობა“ იცის არახამიამ მარტო ქართულად, აქ რომ მედია არ იყოს, ერთი 3 სიტყვას მე შევახსენებდი კიდევ ქართულად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც სანქციების თაობაზე უკრაინაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, არახამიას მსგავსი ქართველები იყვნენ სერგო ორჯონიკიძე, ბუდუ მდივანი და იოსებ სტალინი.

„სად არის მტკიცებულებები, რაიმე მტკიცებულებები არის წარმოდგენილი, რომ მე აქედან ვაგზავნი რაღაცებს პუტინისთვის, რომ მერე მან ესროლოს უბედურ უკრაინელ ხალხს?! ამას ვინ აკეთებს? ამას აკეთებს ე.წ. ქართველი, მასეთი ქართველი იყო სერგო ორჯონიკიძეც, ბუდუ მდივანი და იოსებ სტალინიც, ასეთი ქართველები იყვნენ, რომლებმაც ამოაგდეს და მოსპეს საქართველო, ასეთი ქართველები იყვნენ, როგორიც არახამიაა დღეს, რომელიც გაშმაგებით ებრძვის თავის ქვეყანას. „გამარჯობა“ იცის მარტო, ერთი სიტყვა ქართულად, ახლა აქ რომ მედია არ იყოს, ერთი სამ სიტყვას მე შევახსენებდი კიდევ ქართულად,“ – განაცხადა ცაგარეიშვილმა.