1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  ანალენა ბერბოკმა უარი თქვა ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა სხდომა დატოვა -Billd
 ანალენა ბერბოკმა უარი თქვა ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა სხდომა დატოვა -Billd

 ანალენა ბერბოკმა უარი თქვა ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა სხდომა დატოვა -Billd

2.42K
0

„ბილდის“ ცნობით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტში უთანხმოებაა.

გერმანული გამოცემა იუწყება, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უარი თქვა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა კაბინეტის სხდომა დატოვა.

როგორც გამოცემა წერს, ამის მიზეზი არის ის, რომ შოლცი ბლოკავს უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გადაცემას გერმანიაში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე.

გერმანული მედიის ცნობით, მანამდე ბერბოკმა ხმამაღლა გააკრიტიკა კანცლერის ვეტო. ბერბოკის თქმით, ოლაფ შოლცის ქცევა ზიანს აყენებს ევროპელი მოკავშირეების ნდობას გერმანიის მიმართ.