1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ამბიციური ამოცანა უნდა გვქონდეს, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ისეთივე ხარისხის განათლების მიღება, როგორსაც ახერხებს განვითარებულ ქვეყნებში -ირაკლი კობახიძე
ამბიციური ამოცანა უნდა გვქონდეს, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ისეთივე ხარისხის განათლების მიღება, როგორსაც ახერხებს განვითარებულ ქვეყნებში -ირაკლი კობახიძე

ამბიციური ამოცანა უნდა გვქონდეს, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ისეთივე ხარისხის განათლების მიღება, როგორსაც ახერხებს განვითარებულ ქვეყნებში -ირაკლი კობახიძე

98
0
 
 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს აბსოლუტურად რეალური და შესაძლებელია.

პრემიერმა განათლების რეფორმის კონცეფციის იმ მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც გეოგრაფიულ დეკონცენტრაციას გულისხმობს და აღნიშნა, რომ დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი უმაღლეს განათლებას დედაქალაქში იღებს.

„ისედაც დატვირთულია ქვეყნის დედაქალაქი, რაც ბევრი კუთხით არის პრობლემა და მიგრაციის პროცესი ასევე ბუნებრივია. წლიდან წლამდე იზრდება დედაქალაქის მცხოვრებთა რაოდენობა. 34%-მდე არის გაზრდილი დედაქალაქის მოსახლეობის წილი ქვეყნის მოსახლეობაში. რა თქმა უნდა, არსებული საუნივერსიტეტო სისტემაც ახალისებს ამგვარ მიგრაციას. სტუდენტი ჩამოდის თბილისში, აქ არის დასაქმების მეტი პერსპექტივა შექმნილი დღევანდელ დღეს და რჩება თბილისში. ამ დროს შესაძლებელია, განათლების სისტემის დეკონცენტრაციითაც შევუწყოთ ხელი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. მთლიანობაში სისტემისთვის არის ეს საინტერესო, მათ შორის იმისთვის, რომ განვითარდეს სხვა დიდი ქალაქები. პირველ რიგში ეს ეხება ქუთაისს და რუსთავს, რომლებიც გვინდა, დავტვირთოთ როგორც საუნივერსიტეტო ქალაქები და ამასთან ერთად, ლოგიკურად, როდესაც განვითარდება ინფრასტრუქტურა შესაბამის ქალაქებში, გაჩნდება ახლი სტიმული დასაქმების ხელშეწყობისთვისაც, ახალი სამუშაო ადგილები და ეს გამოიწვევს კომპლექსურ ცვლილებებს. ახალი ფუნქცია უნდა შევძინოთ ჩვენ შესაბამის ქალაქებს და რეგიონებს. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება. თუმცა, ეს არ ეხება მხოლოდ რუსთავს და ქუთაისს, ჩვენ გვაქვს ასევე ხუთი რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბათუმი, ახალციხე, გორი, თელავი და ზუგდიდი. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, ამ უნივერსიტეტებსაც გავუძლიეროთ ინფრასტრუქტურა და რესურსები. მათ შორის აქ იგულისხმება ის, რომ მეტი სტუდენტის მიღება უნდა შეძლონ ამ უნივერსიტეტებმა. აქცენტი გაკეთდება პედაგოგიურ და აგრარულ მიმართულებაზე, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებითაც უნდა გავაძლიეროთ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები. ეს შესაბამისად გამოიწვევს დეკონცენტრაციას, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, რაც არის სახელმწიფოს ერთ-ერთი კონსტიტუციური ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.