,,ამ კანონზე ავაღებინოთ ხელი, შევცვალოთ ხელისუფლება, ხალხს უნდა კოალიციური მთავრობა”- ხაბეიშვილი
ამ კანონზე ავაღებინოთ ხელი, შევცვალოთ ხელისუფლება, ხალხს უნდა კოალიციური მთავრობა ყველა გამოკითხვით, ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი ხელისუფლება უნდა, – ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.
ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, არჩევნებს დაელოდოს და კანონპროექტი არ მიიღოს.
“ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ არ უნდათ ეს ისტერიკა, დამშვიდნენ, დაწყარდნენ, არჩევნებს დაელოდონ და ეს კანონი გაიტანონ. მე მგონი, ძალიან მშვიდად, წყნარად გადაწყდება ყველაფერი 4-5 თვეში, რატომ არიან მგლებივით? რატომ ჭამენ ხალხს, რატომ უვარდებიან ოჯახებში? 4-5 თვე მოითმინონ.
ასევე, მინდა, ჩემს კოლეგებს, ყველას, მოვუწოდო, ერთობა არის უმნიშვნელოვანესი. დღეს ვდგავართ ისტორიის ისეთ ეტაპზე, რომ არანაირი პარტიული კუთვნილების ეს ხაზი პროქართულ და პროევროპულ, პროდასავლურ პარტიებს, ცხადია, პირველ რიგში, პროეროვნულ პარტიებს შორის, არის მორღვეული.
ამ კანონზე ავაღებინოთ ხელი, შევცვალოთ ხელისუფლება, ხალხს უნდა კოალიციური მთავრობა ყველა გამოკითხვით, ხალხმა გადაწყვიტოს როგორი ხელისუფლება უნდა.
გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი მანამ, სანამ კანონი, რომელიც არ უნდა ხალხს და შემაფერხებელია ევროკავშირის გზაზე არ იქნას მიღებული,“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
მან პარლამენტში შესვლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ, ამ ეტაპზე, ამას ვერ შეძლებს.