1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ალექსეი არესტოვიჩის საქმიანობას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იძიებს

ალექსეი არესტოვიჩის საქმიანობას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იძიებს

219
0

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის საქმიანობას იძიებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, სპეციალური სამსახური მუშაობს, მაგრამ ძალიან სწრაფი შედეგები მოსალოდნელი არ არის.

„მე უფრო ფრთხილად ვიქნებოდი ფრაზასთან – „უსაფრთხოების სამსახური არაფერს აკეთებს“. უსაფრთხოების სამსახური მუშაობს. სხვა საქმეა, ყველას რომ სურს ძალიან სწრაფი შედეგი, ისე, რომ ეს დღეს მოხდეს“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

როგორც მედია წერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი სკეპტიკურად უყურებს ალექსეი არესტოვიჩის პოლიტიკურ ამბიციებს. დანილოვის განცხადებით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ანტირეიტინგიც კი არესტოვიჩის ანტირეიტინგზე დაბალია.