1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს
ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

163
0

ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის მსჯავრდებული თანამდებობის პირებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიკვდილით დასჯის გამოყენების საშუალებას იძლევა.

ახალი კანონი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს „ბრძოლის გაძლიერებას“ „ექსტრემისტული (ტერორისტული) და ანტისახელმწიფოებრივი ორიენტაციის დანაშაულების წინააღმდეგ“.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელიც ჯერ კიდევ იყენებს სიკვდილით დასჯას. სასჯელის ეს ფორმა ისეთი დანაშაულებისთვის გამოიყენება, როგორიცაა მკვლელობა ან ტერორისტული აქტები.