1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ახლა ხომ ხედავს ყველა, რომ კი არ იცვლება, მსოფლიო უსაფრთხოების მექანიზმი აღარ არსებობს. საერთაშორისო სამართალი ოფიციალურად უარყოფილია -ამირან სალუქვაძე

ახლა ხომ ხედავს ყველა, რომ კი არ იცვლება, მსოფლიო უსაფრთხოების მექანიზმი აღარ არსებობს. საერთაშორისო სამართალი ოფიციალურად უარყოფილია -ამირან სალუქვაძე

40
0

⭕”საინტერესო სიტუაცია შეიძლება შეიქმნას.დავუშვათ ამერიკამ ჯარით დაიკავა გრენლანდია და გამოაცხადა მის ტერიტორიად. რა ხდება შემდეგ?

⭕ომი არ იქნება. ამერიკის ჯარს არავინ ესვრის. 

⭕ვინ აღიარებს გრენლანდიას ამერიკის შემადგენლობაში და, შესაბამისად, ვინ აღიარებს დანიის ტერიტორიულ მთლიანობას?

⭕ ტრამპი თუ დაიმუქრება, ვინც არ აღიარებს, 500%-იან ტარიფებს დავუწესებო, მერე? სხვა ბერკეტებიც აქვს.

⭕საინტერესო დროში ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ 2019 წელს დავწერე, ტრამპის პირველი ვადისას, პოსტის ასლი მაქვს, რომ მსოფლიოს გადანაწილების მოთელვა მიდის მეთქი. ასევე ვწერდი (უკრაინის ომამდე 3 წლით ადრე), რომ მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურის ყველა ფუნდამენტური შეთანხმება გაუქმებული, შესაბამისად არქიტექტურა მოშლილი იყო. ამიტომ მეღიმებოდა, როცა 2022 წელს დაიწყეს საუბარი უსაფრთხოების არქიტექტურა იცვლებაო. სადღაა არქიტექტურა მეთქი?! სხვათა შორის მანდვე ვწერდი ცუდ პრეცედენტზე, რომელიც სხვაგანაც განმეორდება მეთქი.

⭕ ახლა ხომ ხედავს ყველა, რომ კი არ იცვლება, მსოფლიო უსაფრთხოების მექანიზმი აღარ არსებობს. საერთაშორისო სამართალი ოფიციალურად უარყოფილია.

⭕ ტრამპი არ იშლის თავისას და გრენლანდიას სულ უფრო ხშირად ახსენებს.

⭕ ვსაუბრობთ ტრამპზე და ვგულისხმობთ უზარმაზარ ფინანსურ წრეებს, ვინც მის უკან დგას. ვის ნიშნავს ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტად? პირს, რომელიც 2,5 ტრლნ დოლარის აქტივებს მართავს. 

უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე დავწერე უკვე. შესაძლოა კიდევ დავდო ოდნავ ვრცელი მიმოხილვა. რატომ ვიხსენებ კონცეფციას?! ვინც ფიქრობს, რომ ამერიკაში ერთი ადამიანი აყალიბებს ასეთ კარდინალურ ცვლილებებს და დოქტრინებს, ცდება. აშშ ლოგიკურად მივიდა ამ ცვლილებებამდე. შევეცდები ამ თემაზეც დავწერო.

დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას. თუ გრენლანდიას დაიკავებს, ეს არ იქნება პირველი პრეცედენტი. აგერ რუსეთი-უკრაინა და უამრავი სხვა ფაქტი, მაგრამ საუბარი მოკავშირეებზე და დემოკრატიულ სამყაროზეა.

კითხვები:

⭕ – ჰოდა, რომელი ქვეყანა როგორ მოიქცევა?

⭕- რა მოელის ნატოს, რომელიც ისედაც ბზარებს განიცდის?

– რა მოელის პატარა ქვეყნებს სხვა რეგიონებში (სხვათა შორის სანდუმ ზუსტად ამ გარემოებით ახსნა მოლდოვას, როგორც პატარა ქვეყნის რუმინეთთან მიერთების სურვილი)?

⭕მთავარი კითხვა: თუ ტრამპს შემდეგ დემოკრატები მოვლენ, დააბრუნებენ გრენლანდიას, ვენესუელას და სხვა თემებს, რაც ტრამპის დროს მოხდ(ებ)ა?”- წერს ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.