1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ახალი წლის ღამეს ბრიუსელში არეულობის დროს უცნობმა პირებმა, სულ მცირე, 60 ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს -Politico
ახალი წლის ღამეს ბრიუსელში არეულობის დროს უცნობმა პირებმა, სულ მცირე, 60 ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს -Politico

ახალი წლის ღამეს ბრიუსელში არეულობის დროს უცნობმა პირებმა, სულ მცირე, 60 ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს -Politico

1.88K
0

ახალი წლის ღამეს ბრიუსელში არეულობის დროს უცნობმა პირებმა ათობით ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.

ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ ბელგიის დედაქალაქში 159 პირი დააკავა. ამასთან, ამავე პერიოდში ქალაქის მასშტაბით 1 700-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა.

სახანძრო სამსახურის ცნობით, სულ მცირე 60 ავტომობილი დაიწვა. მეხანძრეებს, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, თავდამსხმელები ქვებითა და „მოლოტოვის კოქტეილებით“ ესხმოდნენ თავს, რის გამოც, მათ რიგ შემთხვევებში უკან დახევა მოუწიათ.

„ეს ნამდვილი სიგიჟე იყო. ჩვენ იქ დასახმარებლად ვიყავით და „მოლოტოვის კოქტეილებით გვესხმოდნენ თავს“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ ბრიუსელის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, ვალტერ დერიუმ.

ამასთან, არეულობა იყო ქალაქ ანტვერპენშიც. ადგილობრივმა პოლიციამ 49 პირი დააკავა. მედიის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგიაში მსგავსი არეულობა ხდება ახალი წლის ღამეს. 2023 წელს დედაქალაქში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო 2022 წელს – 160.

„სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა“, – აღნიშნა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, ვალტერ დერიუმ.

როგორც მედია წერს, ამ წელს პოლიციას დანაშაულის პრევენციისთვის რიგი ზომები ჰქონდა მიღებული. ანდერლეხტში მოქმედებდა კომენდანტის საათი 16 წლამდე პირებისთვის, მობილიზებული იყო პოლიციელთა ჯგუფები, თუმცა ინციდენტები მაინც მოხდა.