1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “აღუწერელი ტკივილია, ნათელი ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც წაიღო ამ შავმა დილამ”-ზელენსკი
“აღუწერელი ტკივილია, ნათელი ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც წაიღო ამ შავმა დილამ”-ზელენსკი

“აღუწერელი ტკივილია, ნათელი ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც წაიღო ამ შავმა დილამ”-ზელენსკი

163
0
კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „საშინელ ტრაგედიას“ უწოდებს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
 
 

„აღუწერელი ტკივილია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დაეცა. დავავალე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის ეროვნულ პოლიციასა და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით, გაარკვიონ მომხდარის ყველა გარემოება. ტრაგედიის ადგილას ყველა სამსახური მუშაობს. ჩემი სამძიმარი გარდაცვლილთა ყველა ნათესავსა და ახლობელს! დენის, ევგენი, იური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი… უკრაინის ნამდვილი პატრიოტები, ნათელი ხსოვნა მათ! ნათელი ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც წაიღო ამ შავმა დილამ!“ – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.