1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენისთვის, ვქმნით ახალ პლატფორმას! -ლევან მამალაძე
აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენისთვის, ვქმნით ახალ პლატფორმას! -ლევან მამალაძე

აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენისთვის, ვქმნით ახალ პლატფორმას! -ლევან მამალაძე

391
0

 

დღეს აფხაზებსა და ოსებს შორის რეალური მოთხოვნილება გაჩნდა ჩვენთა ურთიერთობის დალაგებისა – წერს სოციალურ ქსელში “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე

ლევან მამალაძის განცხადებით, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენისთვის, ახალ პლატფორმას ქმნის

 

„ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენისთვის, ვქმნით ახალ პლატფორმას!

 

სამწუხაროდ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფთა სიტყვათა მარაგიდან , სოხუმი, ცხინვალი, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დალაგების მოთხოვნილება ფაქტიურად გაქრა.

დღეს აფხაზებსა და ოსებს შორის რეალური მოთხოვნილება გაჩნდა ჩვენთა ურთიერთობის დალაგებისა. ქართველების, აფხაზების და ოსების განწყობაა საფუძველი სახალხო დიპლომატიისათვის, რასაც გეოპოლიტიკური დაპირისპირებით გადაღლილი ხალხი მოუთმენლად ელის! სწორედ ახლა არსი ის ვითარება, როცა ურთიერთობის დალაგება რუსეთის ინტერესებშიც მოექცა და ხელი არ უნდა შეუშალოს ამ პროცესს. ამერიკის შეერთებული შტატებიც არ უნდა იყოს ამის წინააღმდეგი. დღეს არსებული ვითარება, ახალ ისტორიულ რეალობას ქმნის და საზოგადოების ინიციატივას რეალიზების კარგი შანსი აქვს. მოწინააღმდეგენი კი ,მეხუთე კოლონის ლუსტრირებით გამოავლენენ თავს!

ჩვენ არ გვინდა არანაირი პოლიტიკური საკითხის წამოწევა, ადამიანური ურთიერთობის აღდგენაა უმთავრესი ამოცანა. ამ მოტივით ვქმნით სახალხო დიპლომატიის ცენტრს, მჯერავს ამ ინიციატივას ბევრი აფხაზი და ოსი მხარდამჭერი შემოუერთდება!“- წერს  “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე.