1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ადამიანური ტრაგედიით სარგებლობ და საჯარო სივრცეში ასეთ განცხადებებს ავრცელებ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო სამძიმრის წერილებს აგზავნის – მიხეილ ყაველაშვილი ირანის პრეზიდენტის დაღუპვასთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოხმაურებაზე
ადამიანური ტრაგედიით სარგებლობ და საჯარო სივრცეში ასეთ განცხადებებს ავრცელებ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო სამძიმრის წერილებს აგზავნის – მიხეილ ყაველაშვილი ირანის პრეზიდენტის დაღუპვასთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოხმაურებაზე

ადამიანური ტრაგედიით სარგებლობ და საჯარო სივრცეში ასეთ განცხადებებს ავრცელებ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო სამძიმრის წერილებს აგზავნის – მიხეილ ყაველაშვილი ირანის პრეზიდენტის დაღუპვასთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოხმაურებაზე

350
0

ალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ირანის პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტზე სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებს, „უჯიშოთა ჯიშად“ მოიხსენიებს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ყაველაშვილმა განაცხადა, ის, რომ ადამიანურ ტრაგედიას აბუჩად იგდებ, ფაშიზმზე უფრო დიდი უზნეობაა.

მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ასეთ უზნეობას უნდა გამოვგლიჯოთ ახალგაზრდები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები და ავუხსნათ მათ, ვის გვერდით დგანან.

„20 და 22 წლის ბიჭი რომ ხარ და პოლიტიკაში ცვლილებების შემოტანის სურვილით შემოდიხარ, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რა გინდა და ვინ გინდა. როგორ არ ხარ „ნაციონალური მოძრაობისგან მართული“? გადავხედოთ ვინ არიან ასპარეზზე – ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, შარვალჩახდილმა მტერს რომ მიუშვირა უკანალი, ამით გვინდა ეროვნული ლიდერი გამოიწრთოს? თუ ვინაა ლიდერი – ნიკა გვარამია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიგა ბოკერია, თუ მისი ცოლი – საშინელებებს რომ იძახის?

წარმოუდგენელი რამ ხდება და ამიტომ გვინდა, რომ გამოვტაცოთ ჩვენი ახალგაზრდობა ამ უჯიშოებს. დღეს პოსტები დაიწერა, ჯერ კვესიტაძის, შემდეგ ჩხარტიშვილის (ირანის პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ) და ფაშიზმიც არ არის მათი ქმედება – ადამიანური ტრაგედიით სარგებლობ და საჯარო სივრცეში ასეთ განცხადებებს ავრცელებ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო სამძიმრის წერილებს აგზავნის. ეს ადამიანები არ იცვლებიან და სწორედ ეს გვინდა ავუხსნათ ჩვენს ახალგაზრდებს. როგორ წარმოგიდგენიათ, რაც კვესიტაძემ და ჩხარტიშვილმა დაწერეს, რასაც რიგი ნაციონალები კადრულობენ, თავისით ხდება? ამდენი გაუპატიურება ციხეებში, ამდენი პრობაციონერი, ქონებების ჩამორთმევისა და ქუჩაში ხალხის ჩახოცვის ფაქტების უკან ასეთი ავადმყოფური აზროვნების ადამიანები დგანან. ჩემი მეგობრის მამამ, ფილოსოფოსი იყო ის ადამიანი, სწორი სახელი შეურჩია ამ ძალას – „უჯიშოთა ჯიში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.