1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აბსოლუტური უმრავლესობის კანონიერი მოთხოვნაა, რომ ლგბტ პროპაგანდისგან იყოს დაცული საზოგადოება, განსაკუთრებით მომავალი თაობა-ირაკლი ქადაგიშვილი
აბსოლუტური უმრავლესობის კანონიერი მოთხოვნაა, რომ ლგბტ პროპაგანდისგან იყოს დაცული საზოგადოება, განსაკუთრებით მომავალი თაობა-ირაკლი ქადაგიშვილი

აბსოლუტური უმრავლესობის კანონიერი მოთხოვნაა, რომ ლგბტ პროპაგანდისგან იყოს დაცული საზოგადოება, განსაკუთრებით მომავალი თაობა-ირაკლი ქადაგიშვილი

163
0

მმართველი გუნდის განცხადებით, უცხოელი პარტნიორების მხრიდან პროპაგანდისტული მეთოდებით კონკრეტულ კანონებზე იარლიყების მიწებება მიუღებელია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებას საზოგადოების უდიდესი ნაწილი ემხრობა.

„კანონს არქმევენ ისეთ სახელებს, რაც კანონში საერთოდ არ წერია. „მე უფრო დიდი პროპაგანდისტული შესაძლებლობები მაქვს და ამ იარლიყს მოგაწებებ“ – ამით უნდათ ფონს გასვლა. საქართველოში ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება დაცულია, მათ შორის ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის კანონიერი მოთხოვნაა, რომ ამისგან [ლგბტ პროპაგანდისგან] იყოს დაცული საზოგადოება, განსაკუთრებით მომავალი თაობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნას“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი უკვე დაამტკიცა. მმართველი გუნდის შეფასებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას და ამავდროულად, ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას.

კანონის მიღების შემდეგ განცხადება გერმანიის საგარეო უწყებამ გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა“ საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. თემას გამოეხმაურა საქართველოში საფრანგეთის ელჩიც, რომელიც პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს ოჯახური ფასეულობებისა და ბავშვის უფლებების სახელით LGBT+ პირების დევნას უწოდებს.