1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ადამიანები ამბობენ – “დანაშაულის თანამონაწილეები ვიყავით” და უსამსახუროდ რომ დავრჩით, ახლა ვამხელთ ამასო”- ირაკლი ქადაგიშვილი
“ადამიანები ამბობენ – “დანაშაულის თანამონაწილეები ვიყავით” და უსამსახუროდ რომ დავრჩით, ახლა ვამხელთ ამასო”- ირაკლი ქადაგიშვილი

“ადამიანები ამბობენ – “დანაშაულის თანამონაწილეები ვიყავით” და უსამსახუროდ რომ დავრჩით, ახლა ვამხელთ ამასო”- ირაკლი ქადაგიშვილი

393
0

ადამიანები ამბობენ – „დანაშაულის თანამონაწილეები ვიყავით” და უსამსახუროდ რომ დავრჩით, ახლა ვამხელთ ამასო – რამდენად სანდოა მათი მორალური პოზიცია ან განცხადებები და რას ემსახურება, ეს დიდი ეჭვის ქვეშაა,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი სოსო გოგაშვილის განცხადებას, რომ ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში მოყოლილი ზეწოლის ფაქტი დაადასტურა.

 

მისი თქმით, თანამდებობის გარეშე დარჩენილი ადამიანების აღიარებითი ჩვენებები საეჭვოა.

 

“რა ვიცი, გოგაშვილმა ჩინჩალაძეზე რა თქვა, საერთოდ, როცა ადამიანი თანამდებობის გარეშე დარჩება და მერე ხდება ხოლმე მისი აღიარებითი ჩვენებები, ეს ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს საკითხს. მეორეა, რომ ეს საქმე სტრასბურგის სასამართლომ განიხილა და ძალაში დატოვა ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული. ყველა ამ შემთხვევაში სახეზეა ერთი რამ – ადამიანები ამბობენ – “დანაშაულის თანამონაწილეები ვიყავით” და უსამსახუროდ რომ დავრჩით, ახლა ვამხელთ ამას. რამდენად სანდოა მათი ან მორალური პოზიცია ან განცხადებები და რას ემსახურება, ეს დიდი ეჭვის ქვეშაა. არავინ გაძალებს, რომ რაღაც გააკეთო, თუ გაძალებენ დატოვე და წამოდი სამსახურიდან.

 

მე დიდი თანამდებობის პირი ვიყავი და საქართველო რომ СНГ-ში შევიდა, ამის წინააღმდეგ პროტესტი მქონდა – დავწერე განცხადება და წამოვედი. ამიტომ, როცა თანამდებობაზე ხარ, ცუდს გეუბნებიან და არ მოდიხარ იქიდან, მერე რაღაც მომენტში აღმოჩნდება, რომ თანამდებობაზე აღარ ხარ, ამით განაწყენებული ხარ და ტყუილ- მართლის მოყოლას იწყებ, ეს აღარ არის ფასეული,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

ცნობისათვის, სოსო გოგაშვილი ადასტურებს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის მიერ მოთხრობილ ზეწოლის ფაქტს. “ეს ზეწოლა განვახორციელეთ სუს-მა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ”,- განაცხადა გოგაშვილმა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა. მან “მთავარ არხთან” ინტერვიუში თქვა, რომ რიგ შემთხვევებში მოსამართლეებისგან მოითხოვდნენ გადაწყვეტილებების შეთანხმებას. მისი თქმით, კონკრეტულ საქმეებზე ყოფილა შემოთავაზება, რომ წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილება მიეღო და ასეთ ჩარევებს არ აქვს “აკადემიური ხასიათი”, არამედ “ქუჩური წესებით” საქმის გარჩევა და კაბინეტებში დაბარება ხდება.