1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ირანის საელჩოს განცხადება
ირანის საელჩოს განცხადება

ირანის საელჩოს განცხადება

1.34K
0

ირანის საელჩო საქართველოში  განცხადებას ავრცელებს, როემლსაც „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ისრაელის სიონისტური რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციითა და ხელშეწყობით, 2025 წლის 13 ივნისის დილას, შუა დიპლომატიურ პროცესში თავს დაესხა ირანის ისლამურ რესპუბლიკას.  აგრესიის განმავლობაში დაიბომბა სხვადასხვა ადგილები, მათ შორის მშვიდობიანი ბირთვული ცენტრები და ასევე  სამოქალაქო და არასამხედრო ობიექტები. თავდასხმების დროს არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე, მამაკაცი, ქალი, ბავშვი, სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი, უნივერსიტეტის სწავლული და სამხედრო მოღვაწე დაიღუპა. მაგრამ ომის ატმოსფეროს შექმნისა და აგრესორის მიერ შიშის დათესვის მცდელობის მიუხედავად, ირანელმა ხალხმა, საკუთარ ცივილიზაციურ მონაპოვარზე და კულტურულ იდენტობაზე დაყრდნობით, ერთიანობით, სოლიდარობითა და თანადგომით, სძლია მტერს.  

ისრაელის სიონისტური რეჟიმის თავდასხმა ირანზე იყო არა მარტო აგრესიული აქტი (Act of Aggression), არამედ ის წარმოადგენს აგრესიის დანაშაულსაც (Crime of Aggression).

სამოქალაქო ობიექტებზე, განსაკუთრებით ირანის ისლამური რესპუბლიკის ტელე-რადიო მაუწყებლობაზე თავდასხმით, კიდევ უფრო აშკარა გახდა  სიონისტთა უზურპატორი რეჟიმის სამარცხვინო სახე მსოფლიოში. ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობის მიერ სწორი და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებით შეშინებულმა ამ კრიმინალურმა რეჟიმმა, მორიგი სასტიკი აქტით, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის სტანდარტებსა და წესებს, თავდასხმა განახორციელა ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობის ახალი ამბების შენობაზე, რათა ხელი შეეშალა სწორი და სანდო ინფორმაციების გავრცელებისთვის.

ირანის მტრების მხრიდან განხორციელდა ყველანაირი ზეწოლა, რათა ირანელი ხალხისთვის წაერთმიათ ბირთვული უფლებები. მაქსიმალურ ზეწოლას, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდებოდა, თან ახლდა სხვადასხვა სახის მუქარები და სანქციები.  მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს მათ სცადეს ირანული მხარის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა საკუთარი ხალხის უფლებებზე და როდესაც ვერ მიაღწიეს საწადელს, ირანის წინააღმდეგ ომის გადაწყვეტილება მიიღეს  და კრიმინალურ ისრაელის რეჟიმს ხელი გაუხსნეს თავდასხმების განსახორციელებლად. ბოლოდროინდელი მოვლენების დროს ბირთვული იარაღის მქონე ორმა ქვეყანამ ცალმხრივად და უკანონოდ, ალოგიკურად და ყოველგვარი მიზეზისა და ლეგიტიმურობის გარეშე განახორციელა აგრესიული თავდასხმა გაეროს წევრი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა ისინი წააწყდნენ ირანელი ხალხის წინააღმდეგობას და დამარცხდნენ, ამიტომ ეს აგრესია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა შეწყდეს, რათა კვლავ გაიხსნას გზა დიპლომატიისათვის. როგორც ირანის ისლამური რევოლუციის უზენაესმა ლიდერმა განაცხადა, სიტყვა „დანებება“ ირანისთვის უცხოა, ხოლო სიონისტური რეჟიმის აგრესია, ამ ყალბი რეჟიმის  განადგურებისა და მის მიმართ მსოფლიოს სიძულვილის გარდა, სხვას არაფერს მოიტანს.

ამ აშკარა აგრესიის საპასუხოდ, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ  გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის (self-defence) საფუძველზე შეიმუშავა თავდაცვის გეგმა და შესაბამისი  ლეგიტიმური პასუხით, ისრაელის აგრესორ რეჟიმს სანანებლად გაუხადა საქმე. ირანის თავდასხმა ალ-უდეიდის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ასევე ეფუძნებოდა თავდაცვის თანდაყოლილ უფლებას, რომელიც ირანის მშვიდობიანი ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების  უკანონო თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა.

მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ცალსახად დაგმო ირანზე განხორციელებული თავდასხმები. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის 57 წევრმა სახელმწიფომ მიიღო უპრეცედენტო რეზოლუცია. ეს იყო საკმაოდ მკაცრი რეზოლუცია სიონისტური რეჟიმის წინააღმდეგ, სადაც გამოხატული იქნა სოლიდარობა ირანელი ხალხის მიმართ. ამასთან, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეორე დღეს, რომელიც დაემთხვა ირანზე ამერიკის თავდასხმას, რეზოლუციას დაემატა ორი პუნქტი აშშ-ს თავდასხმების დასაგმობად.

ისლამური ქვეყნების გარდა, განცხადებები გაავრცელეს რეგიონულმა ორგანიზაციებმა, მათ შორის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ და ბრიქსმა და დაგმეს ირანზე განხორციელებული თავდასხმები. ფაქტობრივად ირანის ისლამური რესპუბლიკის ხმა გაიგონა მსოფლიო საზოგადოებამ, რაც მიზნად ისახავდა, ირანელი ხალხის სიმართლის ჩვენებას და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას, ირანის ისლამური რესპუბლიკის დასაცავად.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკა მდგომარეობდა იმაში, რომ თუ მტერი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შეწყვეტდა თავდასხმებს, ირანიც დაასრულებდა საპასუხო მოქმედებებს. ამის მიზეზი ნათელია, რადგან აგრესია დაიწყო სხვამ და ირანი მხოლოდ თავს იცავდა. ბუნებრივია, რომ აგრესიის შეწყვეტის შემთხვევაში, თავდაცვა კარგავს აქტუალობას. სიონისტურმა რეჟიმმა სასოწარკვეთილების გამო გადაწყვიტა აგრესიის შეჩერება. ომის შემდეგ შექმნილი რეალობა ფუნდამენტურად განსხვავდება ომამდელი რეალობისგან. ამიტომ  დიპლომატიც უნდა მოერგოს ამ ახალ რეალობას.

სამი ევროპული ქვეყნის როლთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქვეყნები პრაქტიკულად ამოვარდნენ მოლაპარაკებების ახალი პროცესიდან.  ისინი კვლავ ბირთვული შეთანხმების (ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმა) წევრები არიან. ამ ქვეყნებს არ შეუძლიათ ურანის  ნულოვან გამდიდრებაზე საუბარი, რადგან ირანის მიერ ურანის გამდიდრების უფლება აღიარებულია  ბირთვულ შეთანხმებაში.

ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის სამხედრო თავდასხმის შემდეგ, ამერიკასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ შეთანხმება არ მიღწეულა. არაპირდაპირი მოლაპარაკებების ბოლო მეხუთე რაუნდის შემდეგ,  სიონისტური რეჟიმის აგრესის გამო მოლაპარაკების პროცესი შეჩერდა.  ირანის ისლამური რესპუბლიკა მზად იყო მოლაპარაკების მეექვსე რაუნდის დასაწყებად და თავისი დაბალანსებული და გონივრული წინადადებების წარსადგენად, რაც შესაძლოა    ურთიერთგაგების საფუძველი გამხდარიყო. მოლაპარაკების პირველივე დღიდანვე ირანმა ცალსახად განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება აგებული უნდა ყოფილიყო ორი მთავარ საფუძველზე, პირველი იყო ირანში ურანის გამდიდრების გაგრძელება და მეორე – სანქციების მოხსნა სრულყოფილი სარგებლობისათვის.  მესამე საფუძველი  შეიძლება იყოს ირანის მიერ  ვალდებულების აღება, რომ არ იმუშავებს ბირთვული იარაღის შექმნაზე. ფაქტობრივად ეს საკითხი ისედაც გარკვეულია ვინაიდან, ბირთვული იარაღის ფლობა არ შეესაბამება ირანის პრინციპებსა და რელიგიურ მრწამსს.

ამერიკამ თავისი შეცდომით, ირანის ბირთვული საკითხის გადაჭრა  კიდევ უფრო გაართულა. ირანის ბირთვული პროგრამასთან დაკავშირებით ძალიან სუსტად, უსამართლოდ და არაკეთილსინდისიერად იმუშავა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, რომელმაც გზა გაუხსნა ევროპელების მიერ მმართველთა საბჭოში დამტკიცებულ რეზოლუციას. ამ რეზოლუციამ კი განაპირობა ისრაელის თავდასხმა ირანზე. ამასთან, სააგენტოს არ დაუგმია ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმები. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის დაგმობას დუმილი არჩია.  საერთაშორისო სამართლის თანახმად კი  მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა უპატიებელი დანაშაულია“-ნათქვამია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მაჰმუდ ადიბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.