1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ზელენსკისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა პოკერის თამაშივით ცივი და აუღელვებელი იქნება – The Sun
ზელენსკისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა პოკერის თამაშივით ცივი და აუღელვებელი იქნება – The Sun

ზელენსკისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა პოკერის თამაშივით ცივი და აუღელვებელი იქნება – The Sun

770
0

თუ ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ოდესმე პირისპირ შეხვდებიან, მათი შეხვედრა პოკერის მშვიდ, აუღელვებელ თამაშს დაემსგავსება – მეტოქეებმა თავი უნდა შეიკავონ, ემოციები უნდა მოთოკონ… კიეველმა მოთამაშემ შეიძლება პიჯაკიც ჩაიცვას, რომ შედარებით უფრო სერიოზულად გამოიყურებოდეს, – ამბობს ექსპერტი, დოქტორი ალექსანდრე კოლინი ნოტინჰემის ტრენტის უნივერსიტეტიდან, რომელსაც ბრიტანული გაზეთის „სან“-ის (The Sun) კორესპონდენტი ჯეიმს ჰელპინი ესაუბრება. პუბლიკაციის სათაურია „ზელენსკისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა პოკერის თამაშივით ცივი და აუღელვებელი იქნება“.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს მხოლოდ ერთჯერ არიან შეხვედრილნი – 2019 წელს, პარიზში, ელისეის სასახლეში, როცა ისინი დონბასში მიმდინარე კონფლიქტზე ლაპარაკობდნენ. ამჟამად მათ კიდევ ერთი შანსი ჰქონდათ რანდევუ მოეწყოთ თურქეთის ქალაქ სტამბოლში, მაღალფსონებიანი რისკიანი დიპლომატიური თამაშით, თუმცა, ბოლო ცნობებით, რუსეთის მხრიდან, ბოსფორის სრუტის ნაპირებზე – იქ სადაც ევროპა აზიას ხვდება – ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს, ალბათ, ვერ შეხვდებიან. კრემლი სტამბოლში სერგეი ლავროვს და იური უშაკოვს გზავნის.

როგორც დოქტორი ალექსანდრე კოლინი ამბობს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუ ოდესმე ვლადიმერ პუტინის პირისპირ დაჯდება, ფრთხილად უნდა იმოქმედოს, მშვიდი უნდა იყოს და გონივრულად მოიქცეს იმ ადამიანთან, რომელიც, შეიძლება ითქვას, ცივსისხლიან და გაწონასწორებულ, აუღელვებელ ადამიანს წარმოადგენს.

„პრეზიდენტების შეხვედრა პოკერის თამაშს დაემსგავსება, რომლის დროსაც დაფიქრება და ემოციების შეკავება აუცილებელია. როცა პროფესიონალთან თამაშს დაიწყებს, ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი ძალისხმევა და გონების დაძაბვა მოუწევს“, – აღნიშნავს საუბარში დოქტორი ალექსანდრე.

არ არის გამორიცხული ისიც, რომ დაძაბულ და დამუხტულ ატმოსფეროში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეიძლება ისტორიული მასშტაბის შეჯახება მოხდეს, რომელიც დაემსგავსება და გადააჭარბებს კიდეც ოვალურ კაბინეტში კაბინეტში მომხდარ ინციდენტს. „თუმცა მე მგონია, რომ სიტუაცია არ გამწვავდება. ვლადიმერ პუტინი სრულიად სხვა ტიპის პოლიტიკოსს წარმოადგენს. იგი ძალზე გამჭრიახი და ჭკვიანი პოლიტიკოსია, იგი თავშეკავებულია და უკრაინელ კოლეგასთან გამაღიზიანებლად არ იმოქმედებს. ვფიქრობ, ყველაფერი სერიოზულ დონეზე იქნება“, – ხაზს უსვამს ალექსანდრე კოლინი, – „ომის დროს დიპლომატია გულისხმობს იმას, რომ მშვიდობის მისაღწევად ისეთ ადამიანებსაც უნდა ესაუბრო, რომლებიც გძულს. ეს ხება არამარტო პრეზიდენტებს, არამედ შედარებით უფრო დაბალი რანგის ჩინოვნიკებს, მაგალითად, საგარეო საქმეტა მინისტრებს და სხვებს“.

შეხვედრის მონაწილეთა მიერ გაკეთებული სვლები და მოლაპარაკების შედეგები დამოკიდებულია იმაზე, ხედავენ თუ არა ისინი რეალურ შანსს საომარი მოქმედებებეის დასასრულებლად.

„თუ ვერ ხედავენ, მაშინ ჩვენ ვიქნებით მომსწრენი ეშმაკური ფანდებისა და ხრიკებისა, ყურადღების გადამტანი ტაქტიკისა, რომელიც ხელს შეუწყობს დროის გაჭიანურებას. მხარეებმა შეიძლება წინასწარ ჩაფიქრებული და დაგეგმილი მწვავე კამათიც კი დაიწყონ, ან ყურადღება ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმონ“, – ამბობს ექსპერტი.

ვოლოდიმირ ზელენსკი, მეტი სერიოზულობის წარმოჩენის მიზნით, შეიძლება უარი თქვას ნახევრად სამხედრო ფორმაზე და კოსტუმი ჩაიცვას, რათა დონალდ ტრამპს მიანიშნოს – იგი  ნამდვილად არის განწყობილი მშვიდობის მისაღწევად  და ამგვარი ეშმაკური ნაბიჯით მასმედიაში მოლაპარაკების გაშუქების ტონალობა შეცვალოს. „ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად ერკვევა დიდი პოლიტიკის ქარეოგრაფიაში. 21-ე საუკუნეში ეს უკვე ბრძოლის ნახევრის მოგების შესაძლებლობას წარმოადგენს“, აზუსტებს დოქტორი ალექსანდრე.

სხვათა შორის, ბევრი ორმხრივი შეხვედრა ხელის ჩამორთმევით იწყება და თუ ისინი მისალმებაზე უარს იტყვიან, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ სამიტი დაძაბული იქნება. არანაკლები მნიშვნელობა იმასაც, თუ როგორ მოიქცევიან ისინი მასმედიის წინაშე.

მხარეთა შეხვედრის სპეციფიკა მათ უფლემაოსილებასა და სტატუსშიც გამოიხატება: ვლადიმერ პუტინი დამოუკიდებლად იმოქმედებს, რადგან მას შეუძლია საკუთარი პოზიცია სახელმწიფოს პოზიციად გამოხატოს და არავის არ აბარებს ანგარიშს. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, იგი დამოკიდებულია უკრაინის ხელისუფლების სხვა ორგანოებზე, მას არ შეუძლია მტკიცე გადაწტვეტილების მიღება არცერთი დონის სეხვედრაზე, რადგან ჯერ თავის გარემოცვას და საზოგადოებას, საკანონმდებლო ორგანოს უნდა მოეთათბიროს.

„უკრაინელი შეიძლება შეხვედრაზე უკვე ხელებშეკრული მივიდეს  და [მსახიობურად] მოახდინოს შთაბეჭდილება საერთაშორისო საზოგადოებაზე, ანგარიშიანი რუსი კი თავის მოქმედებაში უფრო თავისუფალია – მას შეუძლია თავისი ქცევა გარემოებებისდა მიხედვით შეცვალოს“, – ასკვნის საუბრის დასასრულს დოქტორი ალექსანდრე კოლინი.

წყარო

 

მოამზადა – სიმონ კილაძემ