“გაიცანით პენჯაბელი დარპან პრაშერი, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ინდოეთ-საქართველოს კულტურულ კავშირების განმტკიცებაში”-The Indian Times
„საქართველოში უკვე ათ წელზე მეტი აღინიშნება დივალი, ჰოლი, იოგას დღე და რამდენიმე სხვა ინდური დღესასწაული, ეწყობა ფესტივალები ინდური დიასპორას მონაწილეობით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად – და ეს ყველაფერი ხდება ერთი ჩვეულებრივი პენჯაბელის დარპან პრაშერის ძალისხმევით, რომლისთვისაც კულტურული ბარიერები თბილისში დიდი ხანია გადალახულია“, – წერს ინდოეთის გაზეთი “ინდიან თაიმსი” (The Indian Times), რომელშიც გამოქვეყნებულია ინტერვიუ სათაურით: “გაიცანით პენჯაბელი დარპან პრაშერი, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ინდოეთ-საქართველოს კულტურულ კავშირების განმტკიცებაში“ (ავტორი – ანჯუ აგნიჰოტრი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
დარპანი საქართველოში პირველად 2002 წელს ჩავიდა და მას შემდეგ აქტიურად განამტკიცებს ქართულ-ინდურ კავშირებს. მისი როლი განსაკუთრებით აქტიურად გამოვლინდა გუდაურში მომხდარი ინციდენტის გამოძიებისას, როცა გაზის გაჟონვის შედეგად ინდურ რესტორანში 11 ინდოელი მოქალაქე დაიღუპა.
ამჟამად საქართველოში თითქმის 20 ათასამდე ინდოელი სტუდენტი სწავლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, უმეტესობა კი მედიცინას ეუფლება. ასევე ცხოვრობენ და მუშაობენ საქართველოში ინდოელი სპეციალისტები სხვადასხვა სფეროში – ბიზნესში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. , – ამბობს „ინდიან ექსპრესთან“ ინტერვიუში დარპან პრაშერი, რომელიც ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისათვის“. იგი საუბრობს კულტურულ დიპლომატიაზე და ხაზს უსვამს, რომ ხალხებს შორის კულტურული განსხვავება დაბრკოლებას კი არ ქმნის ურთიერთობებში, არამედ მას თავისი ძლიერი მხარეებიც აქვს.
დარპან პრაშერი ინტერვიუში იხსენებს ბოლო წლებში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებს, კერძოდ, ქართველი მხატვრებისა და სტუდენტების ჯგუფის ყოფნას ინდოეთში: „ჩვენი მიერ ჩატარებულმა ინდურ-ქართულმა ფესტივალმა 2020 წლის თებერვალში, ნიუ-დელის უნივერსიტეტისა და უტარ-პრადეშის სტატიის კულტურის დეპარტამენტის დახმარებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობებში“, – ამბობს იგი.
კითხვაზე, თუ რით ეხმარება არასამთავრობო ორგანიზაცია ინდოელ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოში სწავლისას ხშირად გარკვეული პრობლემატური საკითხების წინაშე დგებიან, დარპან პრაშერი პასუხობს, რომ იგი ცდილობს სტუდენტებს ჩვეული მშობლიური [ინდური] გარემო შეუქმნას – თუნდაც ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის დროს. გარდა ამისა, იგი ყოველწლიურად მონაწილეობს ინდოეთის საელჩოს მიერ ერევანში (სომხეთში) გამართულ თათბირებში (ჯერ-ჯერობით საქართველოში ინდოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არსებობს), რომლის დროსაც ხშირად იხილება საკონსულო ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები. კორონავირუსის პანდემიის დროს ორგანიზაციამ საქართველოში მცხოვრებ ინდოელებს დაეხმარა სამედიცინო ნიღბებით უზრუნველყოფაში, აგრეთვე ორგანიზება გაუწია ჩარტერულ ავიარეისებს და სამშობლოში დააბრუნა ინდოელი სტუდენტები.
„ინდოელი სტუდენტები ქართველ მეგობარ სტუდენტებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, ხშირად აწყობენ ეკოლოგიურ ღონისძიებებს, მაგალითად, პლასტიკური ნარჩენების გაწმენდას საზოგადოებრივ ადგილებში. ეწყობა კონცერტები ინდური მუსიკალური ინსტრუმენტებით, სპორტული შეჯიბრებები ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობით“, – ამბობს ინტერვიუში დარპან პრაშერი.
„ქართული ენა კარგად ვიცი. ქართველები „დარისპანს“ მეძახიან, რომელიც ქართული სახელია და ინდურს ჰგავს. ვთვლი, რომ ესეც ერთგვარი გამოხატულებაა იმისა, რომ ქართველები არასამტავრობო ორგანიზაციის მუშაობას დადებითად აფასებენ“, – აღნიშნავს ინდოელი ენთუზიასტი გაზეთ „ინდიან თაიმსის“ კორესპონდენტტან საუბრისას.
დარპან პრაშერმა 2021 წელს ინდოეთის პრეზიდენტისაგან „პრავასი ბჰარატ-სამანის“ პრემია დაიმსახურა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტისაგან – ქვეყნის საპატიო მოაქალეობა და „ქართული კულტურის დეპანის“ საპატიო წოდება. დარპან პრაშერის საქმიანობას ძალზე პოზიტიურად აფასებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაც.
მოამზადა სიმონ კილაძემ