1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “იპოთეკით და მევახშეთა დაზარალებულთა გაერთიანება” ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის!
“იპოთეკით და მევახშეთა დაზარალებულთა გაერთიანება” ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის!

“იპოთეკით და მევახშეთა დაზარალებულთა გაერთიანება” ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის!

243
0

“იპოთეკით და მევახშეთა დაზარალებულთა გაერთიანება” ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის! – გაერთიანების იურისტებმა დღეს, “სფერო ჰოლდინგის” სათაო ოფისში, სპეციალური განცხადება გააკეთეს.

იურისტები, მევახშეებთან ერთად, მათ წარმომადგენლებისა და უფლებადამცველების მხილებას აქტიურად განაგრძობენ, რომელთა რიგებში საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი უფლებადამცველები და პოლიტიკოსები ერთიანდებიან.

დღევანდელ ბრიფინგზე, “იპოთეკითა და მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანების იურისტებმა, მევახშესთან ალიანსში მყოფი, პოლიტიკოსი კახა კუკავა ამხილეს.

იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული მტკიცებულებებიც წარადგინა,  რომელიც პირდაპირ ამტკიცებს, კახა კუკავას ალიანსს მევახშესთან.

გაერთიანების მთავარი “მესიჯი” მკაფიოა, მევახშეებსა და მათ წარმომადგენლებს, ეძლევათ ერთთვიანი ვადა იმისთვის, რომ დაზარალებულებს თაღლითური გზით წართმეული უძრავი ქონებები დაუბრუნდეთ.

“იპოთეკითა და მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანების იურისტები უკვე წლებია, მევახშეებისგან მოტყუებულ მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ იურიდიულ კონსულტაციებს უწევენ და მათ ინტერესებს სასამართლოს ყველა ინსტანციაში იცავენ! 

ისინი გამომძიებელ ჟურნალისტებთან და “დამოუკიდებელ საგამოძიებო“ პალატასთან ერთად ამხელენ მევახშეებს, თაღლითურ სქემებს შიფრავენ  და სააშკარაოზე ყველასთვის დაფარული საქმეები გამოაქვთ!