1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები ფრედ დასრულდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები ფრედ დასრულდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები ფრედ დასრულდა

376
0

CBS News-ის არხმა უმასპინძლა დებატებს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს ტიმ ვოლცსა და ჯ.დ.ვენსს შორის. არხის მაყურებლების გამოკითხვამ აჩვენა, რომ 42%-მა გამარჯვება მიანიჭა ვენსს, 41%-მა ვოლცს, ხოლო 17% თვლის, რომ დებატები ფრედ დასრულდა. https://www.cbsnews.com/news/cbs-news-vp-debate-poll-2024/

CNN-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების ტიმ ვოლცისა და ჯ.დ.ვენსის დებატები ფრედ დასრულდა. CNN-ის მიერ გამოკითხული ამომრჩეველთა მხოლოდ 1%-მა თქვა, რომ გადაიფიქრა ვის მისცემდა ხმას დებატების შემდეგ.

Fox News, რომელიც მხარს უჭერს რესპუბლიკურ პარტიას, ასევე იტყობინება, რომ დებატებმა არ გამოავლინეს გამარჯვებული. არხის მიმომხილველი დაგ შოენი თვლის, რომ ვოლც-ვენსის დებატების შედეგი მიუთითებს ახალი დებატების საჭიროებას პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის. https://www.foxnews.com/opinion/vance-vs-walz-debate-leaves-americans-big-takeaway

დაგ შოენი აღნიშნავს, რომ ვენსმა და ვოლცმა მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატების თეზისები გაიმეორეს და ამომრჩევლებს ახალი არაფერი შესთავაზეს. იმავდროულად, ამერიკელ ამომრჩევლებს სურთ მკაფიო პასუხები საშინაო და საგარეო პოლიტიკის უამრავ საკითხებზე. ამიტომ, ჰარისსა და ტრამპს შორის ახალი დებატებია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა პირველი დებატები წააგო კამალა ჰარისთან და მისი საარჩევნო შტაბი ცდილობს თავიდან აიცილოს ტრამპის მონაწილეობა ახალ დებეტებში. კამალა ჰარისი მზად არის არჩევნების წინ ახალი დებატებისთვის, რამაც შეიძლება გაზარდოს მისი გამარჯვების შანსები.

ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ ვოლც-ვენსის დებატები კორექტულად გაიმართა და აჩვენა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი საჭიროების შემთხვევაში შეძლებს პრეზიდენტის მოვალეობების პროფესიონალურად შესრულებას.

აღსანიშნავია, რომ ჯ.დ.ვენსმა დონალდ ტრამპზე უკეთესად ჩაატარა დებატები. ანუ, საპრეზიდენტო კანდიდატის „დუბლიორი“ ორიგინალზე უკეთესი აღმოჩნდა. მაშინ როცა ტიმ ვოლცმა ვერ მოიგო დებატები. ამრიგად, ვენსსა და ვოლცს შორის დებატებმა უფრო მეტი ქულა მოუტანა კამალა ჰარისს, ვიდრე დონალდ ტრამპს.

ვიცე-პრეზიდენტის დებატები დაემთხვა ირანის მასშტაბურ თავდასხმას ისრაელზე. ახლო აღმოსავლეთში ვითარება უარესდება და შეერთებულ შტატებს სჭირდება უფრო ეფექტური საგარეო პოლიტიკა.  კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს მოუწევთ ჩამოაყალიბონ მოქმედების მკაფიო გეგმა საერთაშორისო ესკალაციის პირობებში.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკის საკითხებს, CBS News-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტიმ ვოლცს აქვს გარკვეული უპირატესობა. აბორტის საკითხზე ტელემაყურებლების 62% მხარს უჭერს ვოლცს, 38% – ვენსს. ჯანმრთელობის საკითხებში გამოკითხულთა 59%-მა მხარი დაუჭირა ვოლცს, 41%-მა ვენსს. მიგრაციის საკითხში ტიმ ვოლცმა თითქმის მოახერხა „ანგარიშის გათანაბრება“: 48%-მა უპირატესობა მიანიჭა ვოლცს, 52% ვენსს. ეკონომიკურ საკითხებში ვენსის უპირატესობაც მცირე აღმოჩნდა – ვენსს 51%-მა დაუჭირა მხარი, ვოლცს 49%-მ.

არხმა Fox News-მა გამოაქვეყნა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატების ფრაგმენტები რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების მხარდამჭერების და დამოუკიდებელი ამომრჩევლების ონლაინ ხმის მიცემის გრაფიკებით. https://www.foxnews.com/politics/voters-react-gov-tim-walz-claiming-abortion-basic-human-right

გრაფიკიდან ჩანს, რომ ტიმ ვოლცის გამოსვლისას აბორტის საკითხზე რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების აზრი ვოლცის შესახებ უარესდება, ხოლო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებისა და დამოუკიდებელები ამომრჩევლების აზრი უმჯობესდება. რიგ სხვა საკითხებშიც დამოუკიდებელმა ამომრჩევლებმა ასევე დაუჭირეს მხარი ტიმ ვოლცს. ეს ნიშნავს, რომ ტიმ ვოლცმა შეძლო არა მხოლოდ დემოკრატიული პარტიის ელექტორატის მობილიზება, არამედ დამოუკიდებელი ამომრჩევლების სიმპათიის მოზიდვაც. მაშინ როცა ჯ.დ.ვენსს მხარს უჭერენ ძირითადად რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერები.

ვოლც-ვენსის დებატები გვიჩვენებენ, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს აქვთ გარკვეული უპირატესობა საშინაო პოლიტიკის საკითხებში. კამალა ჰარისი უფრო წარმატებულ ლიდერად გამოიყურება, ვიდრე დონალდ ტრამპი, რომელიც მის ვიცე-პრეზიდენტზე სუსტი აღმოჩნდა.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ვენსსა და ვოლცს შორის „ფრეა“: 50%-ანი მხარდაჭერა აქვთ ორივეს. საერთაშორისო კონფლიქტების ესკალაცია ზრდის საგარეო პოლიტიკური ფაქტორის გავლენას აშშ-ს არჩევნებზე და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი კანდიდატი შესთავაზებს ამომრჩეველს უფრო ეფექტურ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგიის დოქტორი