1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “როგორ იგებს რუსეთი ომს უკრაინაში” -The Indian Express
“როგორ იგებს რუსეთი ომს უკრაინაში” -The Indian Express

“როგორ იგებს რუსეთი ომს უკრაინაში” -The Indian Express

245
0

ინდოეთის გაზეთი „ინდიან ექსპრესი“ (The Indian Express) ბეჭდავს სტატიას სათაურით: „როგორ იგებს ომს რუსეთი უკრაინაში: პუტინს დამხობას უწინასწარმეტყველებდნენ, ის კი უკრაინას გამარჯვების იმედს არ უტოვებს“ (ავტორი – არჯუნ სენგუპტა).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის ომის მსვლელობა, მისი დაწყების დღიდან, ბევრჯერ იცვლებოდა – იყო რუსეთის წინსვლა, შემდეგ უკანდახევაც – ასეთი ვითარება რამდენჯერმე განმეორდა. მაგრამ დღეს სტუაცია პირველად გამოიყურება ისეთნაირად, რომ რუსეთის გამარჯვება პრაქტიკულად გარდაუვალია. ვლადიმერ პუტინი, რომელმაც არმიას ბრძანება მისცა უკრაინაში შეჭრისათვის, ამჟამად ისეთი ძლიერია როგორც არასდროს. და ეს ხდება იმის შემდეგ, როცა დასავლური მასმედია ცდილობდა მასზე ნეკროლოგი დაეწერა.

რატომ მივიდა სიტუაცია დღევანდელ მდგომარეობამდე? და შეუძლია თუ არა უკრაინას ჯერ კიდევ რაიმე სიურპრიზების მომზადება?

გამძლეობის ფაქტორი

როცა ფართოდ რეკლამირებული საზაფხულო „კონტრშეტევა“ კოლოსალურად ჩაიშალა, საბრძოლო მოქმედებები ისეთ ჩიხში შევიდა, საიდანაც გამოსვლა, როგორც ჩანს, არცერთ მხარეს არ შეუძლია. ასეთ სიტუაციაში კონფლიქტის ჩართული მოწინააღმდეგებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება ამტანობა, ანუ ის, რომელი მხარე უფრო მეტად გაუძლებს პოზიციურ ომს და ბრძოლის ველიდან უკან არ დაიხევს. ამ კრიტერიუმის მიხედვით, უპირატესობა მოსკოვის მხარეზეა – იმიტომ, რომ: – რუსეთის მოსახლეობა ორჯერ მეტია უკრაინასთნ შედარებით, ანუ რუსეთს უფრო ხანგრძლივად შეუძლია დანაკარგების ატანა-მოთმენა;- რუსეთის ეკონომიკა სტაბილურობას ინარჩუნებს. რუსმა ბიზნესმენებმა ისწავლეს დასავლეთის მიერ შემოღებული ანტირუსული საქნციების გვერდის ავლა; – უკრაინის ეკონომიკა (მთლიანი შიდა პროდუქტი), ომის დაწყების დღიდან, უკვე 35%-ით არის შემცირებული.

დასკვნა ასეთია: „რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება კონფლიქტი, მით უფრო მეტი ფული და რესურსი იხარჯება ორივე მხარის მიერ, მაგრამ თუ ერთ-ერთი მხარე შედარებით კარგად უძლებს რესურსების ხარჯვას, ვიდრე მეორე, ამ შემთხვევაში იმარჯვებს პირველი“.

უკრაინის პრობლემები: დასავლეთის მხარდაჭერა სუსტდება კიევის მდგომარეობა კიდევ იმით რთულდება, რომ დასავლეთი აშკარად კარგავს მადას უკრაინის დასახმარებლად: აშშ-ში, რომელიც უკრაინის მთავარ მხარდამჭერად ითვლება, ჩატარებული გამოკითხვები მოწმობს, რომ დახმარების გაგრძელებას მოსახლეობის მხოლოდ 41% ეთანხმება, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისათვის დასახმარებელი პაკეტის დასამტკიცებლად (60 მილიარდი დოლარის ოდენობით) კონგრესში სიძნელეებს აწყდება. ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი, რომელსაც სულ უფრო მეტი შანსები უჩნდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის, საერთოდ არ სურს უკრაინის სპონსორობა.

უკეთესი სიტუაცია არც ევროპაში არ არის: უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს გადაცემას უნგრეთი, სლოვაკეთი და ნაწილობრივ გერმანიაც ბლოკავს. პოლონეთს ანტიუკრაინული პოზიცია აქვს მარცვლეულის ტრანზიტის საკითხზე. ყოყმანობს იტალიაც, რომლის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ამას წინათ აღიარა, რომ „ევროპა დაიქანცა რუსეთ-უკრაინის ომით“.

რუსეთის რეალობა: პუტინის რეჟიმი მტკიცდება

თუმცა, რასაკვირველია, ამტანობა დამოკიდებულია არა იმდენად მატერიალურ რესურსებზე, არამედ დაპირისპირებულ მხარეთა ჯარების მორალურ მდგომარეობაზე და მათ საბრძოლო სულისკვეთებაზე. ამ მხრივ უპირატესობა ისევ რუსულ მხარეს აქვს: უკრაინაში დღეს ძლიერდება იმედგაცრუებისა და გულგატეხილობის განწყობა, უკვე გაჩნდა შიდაპოლიტიკური განხეთქილების ნიშნებიც… პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე აღარ წარმოადგენს საკრალურ ფიგურას უკრაინელებისათვის – დაპირებების შეუსრულებლობა და კორუფციული სკანდალები მის რეიტინგს ამცირებენ. თავის მხრივ, კრემლმა, როგორც ჩანს, მოსახლეობაში ავტორიტეტი განიმტკიცა: ხელისუფლებამ, წარმატებული პროპაგანდის წყალობით, დაარწმუნა რუსეთის მოქალაქეები, რომ უკრაინაში რუსეთს დასავლეთი ებრძვის – ის დასავლეთი, რომელსაც რუსეთის დამორჩილება სურს. ვლადიმერ პუტინმა ისეთი მხარდაჭერა უზრუნველყო, რასაც დასავლელი კომენტატორები შეუძლებლად თვლიდნენ.

შეუძლია თუ არა უკრაინას ომიდან უფრო ხელსაყრელი პირობებით გამოსვლა, ვიდრე რუსეთს? შეუძლია, მაგრამ მხოლოდ სასწაულის წყალობით: ან რუსეთში გადატრიალება და რევოლუცია უნდა მოხდეს, პუტინის ხელისუფლება უნდა დაემხოს და კრემლმა ომი შეწყვიტოს, ანდა დასავლეთმა თავისი დახმარება უკრაინას, დღევანდელთა შედარებით, ასჯერ მეტად გადიდოს (რაც უახლოეს პერსპექტივაში წარმოუდგენელია). სხვათა შორის, რამდენიმე თვის წლის წინათ, როცა „ვაგნერელები“ მოსკოვისაკენ მიდიოდნენ, დასავლელი მიმომხილველები სახელმწიფო გადატრიალების მოლოდინში, აცხადებდნენ, რომ რუსეთი ქაოსი გაბატონდება და ეს კარგი იქნება უკრაინისთვისო.
მაგრამ ვლადიმერ პუტინმა დასავლელთა „ცხელ თავებს ცივი წყალი გადაასხა“. როგორც ჩანს, იგი უახლოეს პერსპექტივაში რუსეთის მმართველად დარჩება. ალბათ, უნდა დავეთანხმოთ ბრიტანულ „ეკონომისტს“, რომელიც წერს: „2025 წლისათვის რუსეთში შეიძლება გარკვეული დაძაბულობის ნიშნები გაჩნდეს – არ არის გამორიცხული, რომ მოსახლებამ უკმაყოფილება გამოხატოს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის გამო, ომის გაჭიანურებით, ინფლაციით, სამხედრო ეკონომიკაზე გადასვლით. მაგრამ ფუჭი იქნება იმის იმედი, რომ კრემლის რეჟიმი დაინგრევა“.
მოკლედ, მოსწონს თუ არ მოსწონს ეს დასავლეთს, ამჟამად რუსეთი ომს იგებს.

წყარო: