1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნატოს ერთი წელი რჩება, რომ უკრაინა თავის კლუბში მიიღოს – უცხოური პრესა
ნატოს ერთი წელი რჩება, რომ უკრაინა თავის კლუბში მიიღოს – უცხოური პრესა

ნატოს ერთი წელი რჩება, რომ უკრაინა თავის კლუბში მიიღოს – უცხოური პრესა

237
0

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატოში მიღების პროცედურა უნდა დაიწყოს, მანამდე კი, სანამ უკრაინა ბლოკის სრულუფლებიანი წევრი გახდება, კიევში საექსპედიციო კორპუსი უნდა გაგზავნოს, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ნატოს ერთი წელი რჩება, რომ უკრაინა თავის კლუბში მიიღოს“ (ავტორი – როჯერ ბოიესი, პოლიტიკური მიმომხილველი).

ბრიტანული ჟურნალისტიკის ვეტერანი როჯერ ბოიესი, რომელიც მოსკოვში ჯერ კიდევ 1970-იან წლებში მუშაობდა „თაიმსის“ საკუთარ კორესპონდენტად, თვლის, რომ ალიანსმა სწრაფად უნდა იმოქმედოს – იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად შეიძლება დონალდ ტრამპი დაბრუნდეს.

„რუსეთ-უკრაინის ომი ევროპაში ძირითადად თანამედროვე ტექნიკის – დრონებისა და რაკეტების მეშვეობით მიმდინარეობს. გარდა ამისა, აშშ და ევროპელი მოკავშირეები უკრაინას მძიმე ტექნიკასაც აწვდიან და სადაზვერვო მონაცემებსაც. ანუ კიევი უკვე სარგებლობს თითქმის იმ ყველა დახმარებით და კომუნიკაციით, რაც დღეს ნატოს წევრებს შორის არსებობს. ახლა გასაკეთებელია მთავარი – უნდა შეიცვალოს მიდგომები ნატოში გაწევრიანების მიმართ, რათა პუტინის რუსეთმა ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში შესვლის მსურველებს იმედები არ გაუცრუოს.

ნატოს ახლა მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი, რომ უკრაინის ალიანსში მიღება მოასწროს, თორემ თუ დააგვიანებს, შეიძლება გაწევრიანება გართულდეს – არ არის გამორიცხული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს და თეთრ სახლში დაბრუნდეს. თუ ეს მოხდება, მაშინ უკრაინამ ალიანში გაწევრიანებაზე ფიქრი უნდა მიატოვოს. გარდა ამისა, აშშ-ის მეთაურად დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში კიევს დასავლეთის დახმარებაც შეუმცირდება“, – ხაზს უსვამს ავტორი.

ამიტომაც, როჯერ ბოიესის აზრით, ნატოს ვილნიუსის სამიტზე 11-12 ქვეყნის ლიდერი – ისინი, რომლებიც უკრაინის მიღებაზე ყოყმანობენ – უნდა მოეშვან ტრადიციულ ბიუროკრატულ პროცედურებს, დაივიწყონ დიპლომატიური წესები და ნატოში უკრაინის დაჩქარებული მიღების პროცესი დაიწყონ.

ფინეთის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ამჟამინდელი პროცედურების გათვალისწინებით, ისეთი ქვეყნის მიღების პროცესი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ალიანსის წესდების მოთხოვნებს, შეიძლება ერთ წლამდე გაგრძელდეს.

„ნატოს სამიტზე პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ისეთი შუალედური, მაგრამ საიმედო წესის პოვნას, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, სანამ მისი მიღების შესახებ დისკუსია და მსჯელობა სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებში დაიწყება“, – წერს „თაიმსის“ მიმომხილველია.

უკრაინისათვის შუალედურ პერიოდში დახმარების გაწევისათვის სამი შესაძლებელია ვარიანტი არსებობს: ა) უკრაინის არმიის დაჩქარებული შეიარაღება, ბ) აშშ-სთან ორმხრივი ხელშეკრულების დადება და გ) უკრაინაში საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა. აქედან ყველაზე რეალური და საიმედოა მესამე ვარიანტი, – წერს როჯერ ბოიესი.

„რჩება საექსპედიციო ძალების გაგზავნის ვარიანტი. ეს იქნება ან ბრიტანული, ან პოლონური სარდლობის ქვეშ, აშშ-ის მხარდაჭერით. ამ ძალებს შეუძლიათ უკრაინის არმიის გაძლიერება, სანამ ნატოში მისი მიღების საკითხი პარლამენტებში რატიფიკაციით გადაწყდება.. სამხედრო-სამშვიდობო საექსპედიციო კორპუსის ვალდებულება რუსების შემდგომი შეკავება იქნება“, – წერს პოლიტიკური მიმომხილველი.

გაზეთის სარედაქციო კომენტარს უკეთებს სტატიას და წერს, რომ ავტორი, ალბათ, მხედველობაში აქვს, რომ სამშვიდობო საექსპედიციო კორპუსი უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ უნდა გაიგზავნოს.

წყარო