1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

115
0

ვერძი

ახალი შეგრძნებებისა დევნამ შეიძლება უსიამოვნო ამბავში გაგხვიოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიფრთხილით მოეკიდოთ ნებისმიერ მიპატიჟებას და მოერიდოთ სარისკო საქმეში მონაწილეობას. სავარაუდოდ, ამ დღეს წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ.

კურო

გარშემომყოფები თქვენს პროვოცირებას ცდილობენ და თქვენს ნერვებს გამუდმებით გამოცდას უწყობენ. ვარსკვლავები გირჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ურთიერთობა გაფუჭდეს.

ტყუპები

ემოციურად რთული დღეა. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, ცივი გონება შეინარჩუნოთ. შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ ან რაღაცამ თავი შეგახსენოთ. არსებობს შეცდომების გამოსწორების და შერიგების შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ამ დღეს ახალი საქმის დაწყებას უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს საქმეში შეცდომების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საკუთარი გადაწყვეტილება კოლეგებთან შეათანხმოთ და მათ არგუმენტებს უფრო მეტად დაეთანხმოთ. საყვარელ ადამიანებთან უფრო გულწრფელი უნდა იყოთ და დაუფარავად უთხრათ ყველაფერი, რაც გაწუხებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

ლომი

ამ დღეს შეიძლება ისეთ საკითხებშიც კი შეცდეთ, რომლებშიც კარგად ერკვევით, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ აჩქარდეთ და გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გადაამოწმოთ. მიუხედავად იმისა, რომ კოლეგების ნელი მუშაობა ძალიან გაღიზიანებთ, ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და უხეშად არავის მიმართოთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და ერიდეთ ინფექციურ დაავადებებს.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება მოულოდნელ სირთულეს შეეჯახოთ, მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევთ, რომ ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე იყაროთ. შეცვალეთ დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება – არ გაბრაზდეთ და არ მოიწყინოთ. სამსახურში გადაწყვეტილების მიღებამდე, რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ. აჩქარებამ შეიძლება, მძიმე შეცდომა გამოიწვიოს, რომელიც ფინანსურად დაგაზარალებთ.

სასწორი

რთული დღეა. ნუ მოგატყუებთ მოჩვენებითი სიმშვიდე თქვენ გარშემო. არ მოდუნდეთ და არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ. უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. კარგი იქნება, თუ დაგეგმილ მოგზაურობას რამდენიმე დღით გადადებთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახის ხანდაზმულ წევრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

მორიელი

პრობლემა, რომელიც ამ დღეს შეგექმნებათ, ემოციის გარეშე და უყოყმანოდ უნდა მოაგვაროთ, თუნდაც კომპრომისზე წასვლა დაგჭირდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უსიამოვნებები დიდხანს გაგრძელდება. ეცადეთ ახალი უნარები და გამოცდილება შეიძინოთ – ისინი მალე კარიერული წინსვლისთვის დაგჭირდებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მაქსიმალურად ეცადეთ, თითოეული სიტყვა და მოქმედება კარგად აწონ-დაწონოთ. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობელი ადამიანების მიმართ, მოერიდეთ დაუსაბუთებელ კრიტიკას და გული არავის ატკინოთ. დროა თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზეც იფიქროთ, მით უმეტეს, რომ ახალი წლიდან ახალი პერსპექტივები გამოჩნდება.

თხის რქა

ამ დღეს თუ ყურადღებით იქნებით, შეიძლება გაარკვიოთ ის, რაც ადრე ძალიან დამაბნეველი და რთული ჩანდა. ზოგიერთი თხის რქა იპოვის პასუხს კითხვაზე, რომლებიც აწუხებს არა მხოლოდ მას, არამედ მის გარშემომყოფებსაც.

მერწყული

რთული, დაძაბული დღეა. უსიამოვნება ყველაზე მოულოდნელ ადგილზე გელით. ეცადეთ, საკუთარ სიტყვებს და მოქმედებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლებსაც ვერ შეასრულებთ. დღეს ყველა საქმე ჩვეულებრივზე ნელა მოგვარდება, ამიტომ ჯობს, მნიშვნელოვანი საკითხები შემდეგი დღეებისთვის გადადოთ.

თევზები

ამ დღეს ურთიერთობებში სირთულეები გელით. შესაძლოა, ნებისმიერი უწყინარი საუბარი კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ გირჩევთ, ნეიტრალურ თემებზე ისაუბროთ და კამათში ან ჩხუბში არ ჩაერთოთ. უპირატესობა მარტივ და სასიამოვნო საქმეებს მიანიჭეთ – ახლა რთული პროექტებისთვის საკმარისი ენერგია არ გაქვთ.